შინაარსზე გადასვლა

შანშე მხარგრძელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მხარგრძელი.
შანშე მხარგრძელის ფრესკა ქობაირის მონასტერში

შანშე (შაჰანშა) მხარგრძელი, (გ. 1261) — XIII საუკუნის ქართველი დიდებული, მანდატურთუხუცესი, გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე. ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესის ზაქარიას ძე.

მხარგრძელის ნათლობის სახელი იყო სარგისი, შემდეგ ანისის მფლობელის ტიტულის შაჰანშა იქცა მის საკუთარ სახელად (ანისიც და ეს ტიტულიც მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან). მამის გარდაცვალების შემდეგ 5 წლის მხარგრძელი იშვილა ბიძამ - ივანე ათაბაგმა, რომელმაც იგი ქალკედონურ სარწმინოებაზე მოაქცია. სრულასაკოვნების მიღწევის შემდეგ მხარგრძელი მანდატურთუხუცესი გახდა (ამირსპასალარის სახელო კი დროებით ივანეს სახლში გადავიდა).

მხარგრძელი დიდი მემამულე იყო საფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ემისარი მონღოლთა ყაენთან - რუბრიკი, რომელსაც მხარგრძელის მონღოლთა ყაენთან - რუბრუკი, რომელსაც მხარგრძელის მამულში გაუვლია, ახასიათებს მას როგორც 15 ქალაქის მფლობელ ძლიერ ფეოდალს.

მონღოლთა შემოჭრის დროს მხარგრძელმა თავი შეაფარა აჭარას, ხოლო შემდეგ დაუზავდა მტერს და დაიმტკიცა მისგან თავისი სამფლობელოები. რუსუდანმა მხარგრძელი გაგზავნა მონღოლებთან დასაზავებლად. მონღოლებთან შესარიგებლად იმერეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსულ რუსუდანსა და მის ძეს დავითს სხვა დიდებულებთან ერთად შანშეც შეეგება. საქართველოს დუმნებად დაყოფის შემდეგ მონღოლებმა მხარგრძელი დანიშნეს ერთ-ერთი დუმნის მეთაურად, დაუქვემდებარეს მას მისი და ავაგ მხარგრძელის მამული. უმეფობის ხანაში (1245-1247) შანშე დაუპირისპირდა ეგარსლან ბაკურციხელს, რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება, მონაწილეობდა დავით გიორგის ძის (შემდეგში დავით VII ულუ) და რუმიდან საქართველოში ჩამოყვანაში. შანშეს ვაჟი ამირსპასალარი ზაქარია მონღოლებმა სიკვდილით დასაჯეს. ეს ვერ გადაიტანა მხარგრძელმა და იმავე წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის საგვარეულო მონასტერში - ქობერში.

მხარგრძელთა გენეალოგია[1]

ხოსრო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ავაგ-სარგისიქარიმი
 
 
ზაქარია I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სარგისი + 1187
ამირა, ამირსპასალარი
ვარამი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია +1212
ამირსპასალარი,
მანდატურთუხუცესი
ნანე
(ინანა)
დოპი
(შუშანი)
თამთაივანე +1227
მსახურთუხუცესი,
ამირსპასალარი, ათაბაგი
ზაქარია
გაგელი
სარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შანშე (შაჰანშა) +1262
მანდატურთუხუცესი
თამთაავაგ-სარგისი +1250
ამირსპასალარი, ათაბაგი
ვარამ გაგელი,
მსახურთუხუცესი
თაყაიდინ თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაშირიზაქარია +1262
ამირსპასალარი
ავაგ-სარგისი +1268
მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი
ივანე
მანდატურთუხუცესი
მხარგრძელი
ამირსპასალარი
აღბუღაბერი
გიორგი
 
 
აღბუღასარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავითიშანშე
ამირსპასალარი
ათაბაგი
ვარამ
ათაბაგი
არტაშირიაღბუღაზაზახოშაქივარამიზაქარიაივანე
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია
ათაბაგი
შაჰანშა
ათაბაგი
ზაქარია
  • მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2-3, თბ., 1965-1966;
  • Джанашиа С. Н., Об одном примере искажения исторической правды..., Тб., 1947;
  1. შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979, გვ. 318