შამშადინის სასულთნო
შამშადინის სასულთნო (ასევე შამშადილი ან შამს ად-დილ) — სახელმწიფო ერთეულია, რომელიც არსებობდა 1747-1801 წლებში ამიერკავკასიაში.
შამშადის სასულთნო[1] ქართლ-კახეთის სამეფოს ვასალი იყო და ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ წარმოიქმნა. ამან შაჰის ტახტისათვის სამოქალაქო დაპირისპირება და ცენტრალიზებული ძალაუფლების შესუსტება გამოიწვია. შამშადინის სასულთნო ყაზახურ და შამსადინლუების ტომების წარმომადგენლებს ეკუთვნოდა[1]. შამსადინლუ იყო თურქმანთა დულკადირის ტომის[2] განშტოება, რომელიც თავდაპირველად დიარბაქირის რეგიონში იყო წარმოდგენილი[3]. დულკადირებელი ძირითადად სოფელ ხილხინაში ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შამშადილის სასულთნო დროდადრო განჯის სახანოსა და ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა, ის სულ დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. შამშადილის პირველი სულთანი იყო სულთანი ალაჰვერდი დულკადირი. მისი სულთნობის პერიოდი მოიცავდა 1747-1761 წლებს. შაშადილის უძლიერესი სულთანი იყო სულთან ნასიბი (1797-1819)[4].
სასულთნოს XVII საუკუნეში ყარაბაღში საძოვრები ჰქონდა[5]. 1801-ლ წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა და მასთან ერთად სამი სასულთნო — ბორჩალოს, ყაზახისა და შამშადინის.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 И. П. Петрушевский. Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв. — Л., 1949. — С. 65.
- ↑ И. П. Петрушевский. Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв. — Л., 1949. — С. 70.
- ↑ И. П. Петрушевский. Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв. — Л., 1949. — С. 48.
- ↑ İltifat Şahsevən (Əliyarlı), İltifat Musa oğlu. İstiqlal fədailəri - Azərbaycan Xalq Cümhuriyyətinin Daxili İşlər Nazirləri və silahdaşları: 1918-1920 Bakı – Mütərcim – 2013
- ↑ И. П. Петрушевский. Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв. — Л., 1949. — С. 159.