ყვითელი დუმფარა (ლათ. Nuphar lutea) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები ორნაირია: წყალში ჩაკიდებული, თხელი, თითქმის გამჭვირვალე ან წყლის ზედაპირზე მოტივტივე, ოვალურ-გულისებური, სქელი, თითქმის ტყავისებური. ყვავილი – 4-5 სმ დიამეტრის, სურნელოვანია, ყვითელი ფერის. იზრდება ტბებში, მდორე წყლებსა და ჭაობებში. გავრცელებულია აფხაზეთში, იმერეთსა და აჭარაში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, დასავლეთ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას.