ღრმა ჩაწოლის კოლონური სადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“, თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი

ღრმა ჩაწოლის კოლონური სადგური[1] — დიდ სიღრმეზე მდებარე მეტროსადგური, რომელიც შედგება ერთი ცენტრალური და ორი გვერდითი დარბაზისგან, რომელთა თაღებსაც წყვილ-წყვილად გააჩნია საერთო სტრუქტურული ელემენტი — კოლონების, ანუ სვეტების მწკრივი. თაღები ებჯინება ამ კოლონების მწკრივს და დატვირთვა მასზე გადააქვს.

კოლონური სადგურის მთავარი უპირატესობაა სვეტებს შორის გაზრდილი სივრცე და შესაბამისად, მგზავრების ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობა პილონურ სადგურთან შედარებით.

თბილისის მეტროპოლიტენში ღრმა ჩაწოლის კოლონური სადგურებია[2]: „ახმეტელის თეატრი“, „ისანი“, „თავისუფლების მოედანი“, „რუსთაველი“, „სარაჯიშვილი“ და „წერეთელი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]