ღრმა ჩაწოლის კოლონური სადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ღრმა ჩაწოლის კოლონური სადგური[1] — დიდ სიღრმეზე მდებარე მეტროსადგური, რომელიც შედგება ერთი ცენტრალური და ორი გვერდითი დარბაზისგან, რომელთა თაღებსაც წყვილ-წყვილად გააჩნიათ საერთო სტრუქტურული ელემენტი — კოლონების, ანუ სვეტების მწკრივი. თაღები ებჯინება ამ კოლონების მწკრივს და დატვირთვა მასზე გადააქვს.

კოლონური სადგურის მთავარი უპირატესობა, სვეტებს შორის გაზრდილი სივრცე და შესაბამისად მგზავრების ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობაა, პილონურ სადგურთან შედარებით.

თბილისის მეტროპოლიტენში ღრმა ჩაწოლის კოლონური სადგურებია[2]: „ახმეტელის თეატრი“, „ისანი“, „თავისუფლების მოედანი“, „რუსთაველი“, „სარაჯიშვილი“ და „წერეთელი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]