ქუმბუს მყინვარი
იერსახე
ქუმბუს მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 27°58′ ჩ. გ. 86°50′ ა. გ. / 27.967° ჩ. გ. 86.833° ა. გ. | |
ქვეყანა | ნეპალი |
ქედი | ჰიმალაი |
სიგრძე | 22 კმ |
ტიპი | ხეობური |
ქუმბუს მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი ჰიმალაიში, ქუმბუს რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნეპალში. სიგრძე 22 კმ. მყინვარის მთავარი სათავე ქვაბულში იწყება, რომელიც ევერესტის სამხრეთ-დასავლეთი კალთებითაა შემოსაზღვრული. ქვაბულის შესართავის რაიონში იგი გადადის 700 მეტრიან ყინულვარდნილში — ეგრეთ წოდებულ ქუმბუს ყინულვარდნილში. ფირნის ხაზი 5700–5900 მ სიმაღლეზეა. ყინულვარდნილის შემდეგ მყინვარი უხვევს სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთისაკენ და მარჯვნიდან ღებულობს რამდენიმე დიდ შენაკადს. მყინვარის ენის მოძრაობის სიჩქარეა 180 მ წელიწადში. მასზე გვხვდება 20–30 მ სიმაღლის სერაკები. მყინვარის ენა მთავრდება 4600 მ სიმაღლეზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jamie McGuinness: Trekking in the Everest Region. Trailblazer Publications, 5. Auflage 2007, ISBN 1-873756-99-2.