შინაარსზე გადასვლა

ქოქშაალთაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქოქშაალთაუ
გამარჯვების პიკი
გამარჯვების პიკი
კოორდინატები: 41°40′ ჩ. გ. 79°00′ ა. გ. / 41.667° ჩ. გ. 79.000° ა. გ. / 41.667; 79.000
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ჩინეთის დროშა ჩინეთი
უმაღლესი წერტილი ჟენიშ-ჩოქუსუ
სიმაღლე 7439 
სიგრძე 400 კმ
ქოქშაალთაუ — ყირგიზეთი
ქოქშაალთაუ

ქოქშაალთაუ ან ქოქშაალ-თაუ — ქედი ტიან-შანის სამხრეთ ნაწილში. განფენილია ყირგიზეთისა და ჩინეთის ტერიტორიებზე. გადაჭიმულია დაახლოებით 400 კმ-ზე. სიმაღლე 4000-6000 მ, მაქსიმალური სიმაღლე 7439 მ (მწვერვალი ჟენიშ-ჩოქუსუ). დამახასიათებელია ალპური რელიეფი. შუა და აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებულია მძლავრი გამყინვარება, რომლის საერთო ფართობია 983 კმ². აგებულია თიხოვანი ფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, გაკვეთილი გრანიტული ინტრუზივებით. დანაწევრებულია მდინარეების სარიჯაზის, ქოქშალისა და უზენგეგუშის ხეობებით. სამხრეთი ფერდობი დაფარულია სტეპური მცენარეულობით, თხემურ ნაწილში კლდისა და ჩამონაშალის გამეჩხრებული მცენარეულობაა, მთის ტუნდრა; ჩრდილოეთ კალთაზე — მაღალმთიანი მდელო და მდელოს სტეპი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]