შინაარსზე გადასვლა

ქეთევან ბაგრატიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეთევან კონსტანტინეს ასული ბაგრატიონი (დ. 29 ივლისი, 1954, ტალანსი, საფრანგეთი) — ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს შთამომავალი, 1977 დაამთავრა ბორდოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სლავური და ინგლისური ენების სპეციალობით. 1975–1976 სტაჟირებაზე იყო თბილისის და მოსკოვის უნივერსიტეტებში. 1978 ცოლად გაჰყვა იტალიის დიდ მთავარს რაიმონდო ორსინ დ არაგონა დუკა დი გრავინას და საცხოვრებლად რომში გადავიდა. ჰყავს 4 შვილი. 1991 წელს საქართველოს დახმარების მიზნით რომში დააარსა საზოგადოება იტალიელთა და ქართველთა ერთობა— „წმინდა გიორგის ფარი“. არის საქართველოს ჰუმანური დახმარების მრავალი აქციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, საქართველოს საპატიო მოქალაქე (1996).