შინაარსზე გადასვლა

ფხვენისის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფხვენისის კოშკი – კოშკი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფხვენისის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 6,8 მ), ორსართულიანი. ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. შიგნიდან შელესილია. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია კედლების ზედა ნაწილი. ნაგებობას შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთით, პირველ სართულზე აქვს. კარის ორივე მხარეს თითო ორმაგი სათოფურია. ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებულია ოთხკუთხა ბუხარი, რომლის გვერდებზე ორმაგი სათოფურებია. აღმოსავლეთ კედელში მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა. მეორე სართულის აღმოსავლეთით ერთი ერთმაგი, დანარჩენ სამ მხარეს კი თითო ორმაგი სათოფური აქვს. ყველა სათოფური თახჩიანია. ნაგებობას შემოვლებული აქვს რიყის ბრტყელი ქვის თევზიფხურად ნაწყობი სარტყელი. შენობის გადახურვა გუმბათოვანია, ნაწყობია კვადრატული აგურით.

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.