შინაარსზე გადასვლა

ფსკოვი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფსკოვი (ქალაქი))
ქალაქი
ფსკოვი
Псков
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ფსკოვის ოლქი
კოორდინატები 57°49′00″ ჩ. გ. 28°20′00″ ა. გ. / 57.81667° ჩ. გ. 28.33333° ა. გ. / 57.81667; 28.33333
მმართველი Ivan Tsetserski
დაარსდა 903
პირველი ხსენება 903
ადრეული სახელები პლესკოვი[1]
ამჟამინდელი სტატუსი 903
ფართობი 95,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 45
ოფიციალური ენა რუსული ენა|რუსული
მოსახლეობა 203 974[2] კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +7 8112
საფოსტო ინდექსი 180xxx
საავტომობილო კოდი 60
ოფიციალური საიტი pskovgorod.ru
ფსკოვი — რუსეთი
ფსკოვი
ფსკოვი — ფსკოვის ოლქი
ფსკოვი

ფსკოვი (რუს. Псков) — ქალაქი რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ფსკოვის ოლქისა და ფსკოვის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ველიკაიას ნაპირას, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძველი ქალაქი. მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 203 974 ადამიანს შეადგენდა. 2009 წელს ქალაქს „სამხედრო დიდების ქალაქის“ სტატუსი მიენიჭა[3].

დაარსება და ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფსკოვი პირველად იხსენიება 903 წელს და ეს თარიღი მიიჩნევა ქალაქის დაარსების წლად. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ კიევის დიდმა მთავარმა ოლეგმა ცოლად შეირთო ადგილობრივი ქალბატონი წმ. ოლგა. ფსკოვის სახელწოდება უნდა მომდინარაობდეს რუსული სიტყვიდან „Пльсковъ“ (ჩუხჩუხა წყაროების ქალაქი). ფსკოვის პირველი თავადი იყო წმ. ვლადიმირის უმცროსი ვაჟი სუდისლავი, რომელიც დატუსაღებული ჰყავდა თავის ძმას იაროსლავ ბრძენს. საბოლოოდ, სუდისლავი იაროსლავის გარდაცვალების შემდეგ გათავისუფლდა, რამდენიმე ათწლეულიანი ტყვეობის შემდეგ. XII-XIII სს-ში ფსკოვი შედიოდა ნოვგოროდის ფეოდალური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1241 წელს კი აიღეს ტევტონებმა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ალექსანდრე ნეველმა გამოიხსნა ქალაქი. 1348 წლიდან ფსკოვის ფეოდალური რესპუბლიკის ცენტრია.