შინაარსზე გადასვლა

ფრედერისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ფრედერისია
დან. Fredericia
გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი სამხრეთი დანია
მუნიციპალიტეტი ფრედერისია
კოორდინატები 55°35′00″ ჩ. გ. 9°46′00″ ა. გ. / 55.58333° ჩ. გ. 9.76667° ა. გ. / 55.58333; 9.76667
დაარსდა 1650
ცენტრის სიმაღლე 16 მეტრი
მოსახლეობა 39 797 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 7000
ოფიციალური საიტი fredericia.dk
ფრედერისია — დანია
ფრედერისია

ფრედერისია (დან. Fredericia) — ქალაქი დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ფრედერისიის მუნიციპალიტეტში. ქალაქი 1650 წელს დანიის მეფე ფრედერიკ III-მ დააარსა და სახელიც სწორედ მის პატივსაცემად ეწოდა.

2012 წლის მონაცემებით, საკუთრივ ქალაქის მოსახლეობა 39 797 ადამიანს შეადგენს, მთლიანი მუნიციპალიტეტის კი 50 193-ს.[1]

ოცდაათწლიანმა ომმა დაუცველ იუტლანდიას გამანადგურებელი შედეგები მოუტანა, რის შემდეგაც მეფე კრისტიან IV-მ გააანალიზა, რომ საჭირო იყო მძლავრი ციხესიმაგრის აგება და გადაწყვიტა, რომ ეს პროექტი შეერწყა თავის გეგმასთან, რომლის მიხედვითაც იუტლანდიაში ის დიდი ქალაქის აშენებას გეგმავდა.

თავდაცვითი ნაგებობა მან თანამედროვე ფრედერისიის სიახლოვეს ააგო, მოსახერხებელ ადგილას, რომელიც მტრის შემოტევებს კარგად მოიგერიებდა. თუმცა, იმის გამო, რომ ეს ნაგებობები უბადლო არ იყო, იუტლანდიაში შვედი ფელდმარშალი ლენარტ ტორტენსონი შემოიჭრა, რომელმაც თავდაცვითი ნაგებობები ადვილად გაარღვია. ფორტიფიკაციების გეგმა საბოლოოდ ფრედერიკ III-მ დაასრულა.

1650 წლის 15 ოქტომბერს, მეფემ ხელი მოაწერა დოკუმენტს დასახლებისთვის ქალაქის პრივილეგიების მინიჭების შესახებ და სწორედ ამის შემდეგ, ახალი ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო. 1651 წელს ქალაქს ფრედერიკსოდი ეწოდა, 1664 წლის 22 აპრილს კი ამჟამინდელი სახელი — ფრედერისია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark