შინაარსზე გადასვლა

ფლანერი ო’კონორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლანერი ო’კონორი
ინგლ. Mary Flannery O'Connor
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1925(1925-03-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი სავანა
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 1964(1964-08-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (39 წლის)
გარდაცვალების ადგილი მილეჯვილი
დასაფლავებულია მემორი ჰილის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[8] , რომანისტი და ესეისტი
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი აიოვის უნივერსიტეტი და Georgia College & State University
Magnum opus ბრძენი სისხლი, The Violent Bear It Away, კარგი კაცი სანთლით საძებარია, The Complete Stories და Everything That Rises Must Converge
ჯილდოები წიგნების ეროვნული პრემია[9] , Georgia Women of Achievement და ო. ჰენრის პრემია
ხელმოწერა

მერი ფლანერი ო’კონორი (ინგლ. Mary Flannery O'Connor; დ. 25 მარტი, 1925 — გ. 3 აგვისტო, 1964) — ამერიკელი რომანისტი, მოთხრობების ავტორი და ესეისტი. მისი შემოქმედება 2 რომანს, 32 მოთხრობას და არაერთ რეცენზიასა თუ კომენტარს მოიცავს.

დაიბადა სავანაში, ჯორჯია; ედვარდ და რეგინა კლაინ ო’კონორთა ერთადერთი შვილი იყო. მამამისს 1937 წელს ლუპუსის დიაგნოზი დაუსვეს და 1941 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მამის სიკვდილი ღრმა კვალს ტოვებს ფლანერის ცხოვრებაში.

ფლანერი საკუთარ ბავშვობას ასე აღწერდა: „ბრტყელტერფა დედისერთა ბავშვი ‘თავი-დამანებე-თორემ-გიკბენ’ კომპლექსით“. ბავშვობაში ის ადგილობრივ გაზეთში გაწერეს ქათმის გამო, რომელსაც უკან სიარული შეეძლო. მისი თქმით „ეს იყო ყველაზე საუცხოო რამ, რაც კი ოდესმე გადამხდენია. მას მერე ყველაფერი დაღმა მიდის“.

ო’კონორი პიბოდის საშუალო სკოლას ამთავრებს 1942 წელს და შემდეგ ჯორჯიის სახელმწიფო ქალთა კოლეჯში (ამჟ. ჯორჯიის კოლეჯი და სახ. უნივერსიტეტი) შედის, სადაც ინგლისურსა და სოციოლოგიას სწავლობს (ამ ბოლოს, როგორც პერსპექტივას, ის საკუთარ ნოველებში ხშირად სატირიზებას უკეთებდა). 1946 წელს მიღებულ იქნა პრესტიჟულ „აიოვას მწერალთა სახელოსნოში“ (ინგლ. Iowa Writer's Workshop).

1949 წელს ო’კონორი ხვდება და საბოლოოდ იღებს მოწვევას რობერტ ფიცჯერალდისა (ბერძნული ეპიკური პიესებისა და პოემების მთარგმნელი, მათ შორის „მეფე ოიდიპოსი“, „ოდისეა” და „ილიადა“) და მისი მეუღლის, სალისგან, მათთან სოფლად კონექტიკუტში საცხოვრებლად.

1951 წელს მასაც მამამისის მსგავსად ლუპუსის დიაგნოზს უსვამენ, რის შემდეგაც ის მამაპაპისეულ მამულში (ანდალუსია) ბრუნდება მილეჯვილში. აქ მას ყველანაირი სახის ფრინველით გადაჭარბებული გატაცება დასჩემდა და 100-მდე სხვადასხვა ფრინველი ჰყავდა. ის ზრდიდა იხვებს, ქათმებს, ბატებს და ნებისმიერი სახის ეგზოტიკურ ფრინველს, რომელზეც კი ხელი მიუწვდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ განკერძოებულ ცხოვრებას ეწეოდა, მისი ნამუშევრები გამოირჩევა ადამიანის ქცევის ნუანსების აღქმის შეუდარებელი სიღრმით.

ო’კონორი გარდაიცვალა 1964 წლის 3 აგვისტოს ბოლდვინის ოლქის საავადმყოფოში და დაკრძალულია მილეჯვილში, ჯორჯია.

ო'კონორს დაწერილი აქვს ორი რომანი და 32 მოკლე მოთხრობა, სხვა კომენტარებსა და შეფასებებს შორის. უილიამ ფოლკნერის მსგავსად სამხრეთელი მწერალი იყო, ხშირად წერდა სამხრეთულ გოთურ სტილში და ეყრდნობოდა რეგიონალურ გარემოსა და გროტესკულ ხასიათებს. დაბადებით კათოლიკეს, მისი წერა გამსჭვალულია ღრმა საკრალური ინფორმაციით. იდეა, რომ მსოფლიოს ღმერთის ხელი მართავს, ხშირად მის ნაწარმოებთა ლეიტმოტივია.

  • Wise Blood, 1952
  • კარგი კაცი სანთლით საძებარია, 1955
  • The Violent Bear It Away, 1960
  • A Memoir of Mary Ann (შესავლისა და ტექსტის დამუშავების ავტორი), 1962
  • Everything That Rises Must Converge, 1965
  • Mystery and Manners: Occasional Prose, ტექსტი დამუშავებულია სალი და რობერტ ფიცჯერალდების მიერ, 1969
  • The Habit of Being: Letters, დამუშავებულია სალი ფიცჯერალდის მიერ, 1979
  • The Presence of Grace and Other Book Reviews, დამუშავებულია კარტერ მარტინის მიერ, 1983

კომპილაციები:

  • Three by Flannery O'Connor (შედგება: Wise Blood, A Good Man Is Hard To Find, და The Violent Bear It Away), 1964
  • Three by Flannery O'Connor (შედგება: Wise Blood, The Violent Bear It Away და Everything That Rises Must Converge), 1983
  • The Complete Short Stories, 1971
  • Collected Works (შედგება Wise Blood, A Good Man Is Hard To Find, The Violent Bear It Away, და Everything That Rises Must Converge), დამუშავებულია სალი ფიცჯერალდის მიერ, 1988

დაუმთავრებელი ნამუშევრები:

  • არსებობს ფრაგმენტები დაუმთავრებელი რომანისა სახელწოდებით Why Do the Heathen Rage?, რომელშიც მის რამდენიმე მოთხრობის ისტორიებს აგრძელებს, მათ შორის: "Why Do the Heathen Rage?" "The Enduring Chill," და "The Partridge Festival."

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]