შინაარსზე გადასვლა

ფიქლობის ციხე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიქლობის ციხეციხესიმაგრე არტაანის პროვინციაში, თურქეთის რესპუბლიკა. ქალაქ ხანახის გავლით გზა სოფელ ინჯედერეში მიდის, სადაც აგებულია ინჯედერეს ანუ ფიქლობის ციხე. ფიქლობი სოფლის ძველი სახელწოდებაა, თუმცა, მოგვიანებით, თურქებმა მას სახელი გამოუცვალეს და ინჯედერე დაარქვეს.

ციხის ძველი სახელწოდება ფიქლობი ყოფილა. სერგი ჯიქიას მიხედვით დიდ რუკებზე ყველგან ეს ციხე სოფელ ვარდისუბნის გვერდით არის აღნიშნული.[1] სახელი "ფიქლობი", როგორც ჩანს, ფიქალის ქვის მიხედვით მიიღო, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც.[2] ტერმინი "ფიქალი" სულხან-საბას "ლექსიკონი ქართულის" მიხედვით, "არს ქვის ფიცარი". იმავე ლექსიკონის სხვა ხელნაწერებში მისი მნიშვნელობა განმარტებულია როგორც, "ქვა დიდი, ბრტყელი და თხელი". "ფიქლობი" ამ შემთხვევაში ფიქალის ქვით მდიდარ ადგილს აღნიშნავს. ეჭვი არ არის, რომ ციხისა და სოფლის სახელწოდებაც სწორედ ფიქალის ქვის სახელიდან არის წარმომდგარი. ციხე-კოშკიც უპირატესად ამგვარი ქვის მასალისგან არის აგებული. მთელი ეს მასალა მრავლად მოიპოვება სოფელსა და მის მიდამოებში.

ისტორიული გეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიქლობის ციხე მდებარეობს ქართული ისტორიული პროვინციის, ერუშეთის ტერიტორიაზე. ძველ დროში ერუშეთის მხარე დაკავშირებული იყო არტაანთან. თავდაპირველად პოლიტიკური ცენტში არტაანში მდაბარე ქალაქი ჰური ყოფილა. მემატიანეს აზრით ჰური ძველი ნაქალაქარია, რომელსაც ადრე ქაჯთა ქალაქი ერქვა. ჰურის ციხე ძველი მეგალითური ციხე-სიმაგრეა, როგორც ჩანს, ამ ტერიტორიაზე ადრე ციხე-ქალაქი ყოფილა. ძველი ნაქალაქარის კვალი შუა საუკუნეებში კარგად იკითხებოდა. მოგვიანებით მან თავისი მნიშვნელობა დაკარგა და პირველობა სხვა ადმინისტრაციულ ცენტრებს დაუთმო.

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ., 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
  1. ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წგნ. III. თბ. 1958, გვ. 534.
  2. იხ. პროექტ "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების" პირველი ექსპედიციის დღიური.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიქლობის_ციხე“-დან