ფინვალი
იერსახე
ფინვალი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფინვალი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Balaenoptera physalus | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 328573 | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
ფინვალი (ლათ. Balaenoptera physalus) — ზღვის ძუძუმწოვარი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 19—20 მ, მაქსიმალური სიგრძე 27,3 მ. აქვს მუქი ნაცრისფერი ზურგი, თეთრი მუცელი, თავის მარჯვენა მხარე მარცხენაზე უფრო ღია ფერისაა. ულვაშის ფირფიტები ნაცრისფერ ლურჯია. გვხვდება არქტიკიდან ანტარქტიკამდე. შემოდის მეჩხერ ყინულებში. მაკეობა საშუალოდ 11,5 თვეს გრძელდება. ნაშიერს აჩენს ზომიერ თბილ წყლებში. მისი სხეულის სიგრძეა 6—7 მ. ფინვალი იკვებება პლანქტონური კიბოსნაირებით, ქარავნული თევზებით, თავფეხიანი მოლუსკებით, რეწვის ობიექტია, იყენებენ მის ხორცს და ცხიმს. მისი რაოდენობა თანდათან მცირდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 325.