შინაარსზე გადასვლა

ფილიპო პაჩინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილიპო პაჩინი
იტალ. Filippo Pacini
დაბ. თარიღი 25 მაისი, 1812(1812-05-25)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი პისტოია
გარდ. თარიღი 9 ივლისი, 1883(1883-07-09)[1] [2] [3] [4] (71 წლის)
გარდ. ადგილი ფლორენცია
მოქალაქეობა  იტალიის სამეფო
ტოსკანის დიდი საჰერცოგო
United Provinces of Central Italy
საქმიანობა ანატომი
მუშაობის ადგილი ფლორენციის უნივერსიტეტი

ფილიპო პაჩინი (იტალ. Filippo Pacini; დ. 25 მაისი, 1812 — გ. 9 ივლისი, 1883) — იტალიელი ანატომი.

მშობლებმა მას რელიგიური განათლება მიაღებინეს, იმ იმედით რომ ეპისკოპოსი გახდებოდა. 1830 წელს ფილიპომ მოიპოვა გრანტი პისტოიას ცნობილ სამედიცინო სკოლაში სასწავლებლად, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა ფიზიკა და აგრეთვე, თუ როგორ შეიძლებოდა მისკროსკოპის საშუალებით სხეულის გამოკვლევა და შემოწმება.

1831 წელს პაჩინმა აღმოაჩინა პატარა სენსორული ორგანოები ნერვულ სისტემაში, რომლებსაც შეეძლოთ წნევისა და ვიბრაციების გამოაშკარავება. 1833 წლიდან კი დაიწყო ამ საკითხების საფუძვლიანად შესწავლა. მიუხედავად იმისა რომ თავისი კვლევა „Nuovi organi scoperti nel corpo umano“ პირველად, 1835 წელს, ფლორენციის სამედიცინო-ფიზიკის საზოგადოების წინაშე წარადგინა, ის 1840 წლამდე არ გამოუქვეყნებია. ნაშრომის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წელიწადში, მან დიდი აღიარება მოიპოვა ევროპაში და ეს სხეულები ცნობილი გახდა, როგორც პაჩინის სხეულები.

1840-1843 წლებში პაჩინი იყო პაოლო სავის ასისტენტი პიზაში. 1847 წელს ფლორენციის ლიცეუმში დაიწყო მუშაობა. 1849 წელს კი ზოგადი და ტოპოგრაფიული ანატომიის უფროსად დანიშნეს ფლორენციის უნივერსიტეტის სუპერიორის ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.

1846-1862 წლებში აზიური ქოლერის პანდემია გავრცელდა ფლორენციაშიც, რომელმაც მიიპყრო პაჩინის ყურადღება. 1854 წელს მან აღწერა ეს დაავადება თავის ნაშრომში „ქოლერას მიკროსკოპული კვლევები და პათოლოგიური დედუქციები“.

თავისი კარიერის განმავლობაში პაჩინმა გამოაქვეყნა არაერთი ნაშრომი ადამიანის თვალის ბადისებრი გარსის, ელექტრონული თევზების ელექტრონული ორგანოების, ძვლების სტრუქტურასა და სუნთქვის მექანიკის შესახებ.

პაჩინი გარდაიცვალა თითქმის უგროშოდ 1883 წლის 9 ივლისს ფლორენციაში და მისერიკორდიას სასაფლაოზე დაკრძალეს. 1935 წელს კი მისი ნეშთი სანტა მარია დელე გრაციეს ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც განისვენებენ ცნობილი ანატომისტები ატო ტიგრი და ფილიპო ჩივინინი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]