ფეროზ ხან ნუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფეროზ ხან ნუნი
ფეროზ ხან ნუნი
ურდუ ملک فیروز خان نون
პაკისტანის დროშა პაკისტანის მე-7 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 დეკემბერი 1957  – 7 ოქტომბერი 1958
წინამორბედიიბრაჰიმ ისმაილ ჩუნდიგარი
მემკვიდრემუჰამედ აიუბ ხანი

პაკისტანის დროშა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 სექტემბერი 1956 – 16 დეკემბერი 1957
წინამორბედიჰამიდ ულ-ხაკ ჩოუდჰური
მემკვიდრემანზურ კადირი

დაბადებული18 ივნისი 1893
შაჰპური,პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი9 დეკემბერი1970 (77 წლის)
ნურპურ-ნუნი, პენჯაბი, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
რელიგიაისლამი
ჯილდოებიინდოეთის იმპერიის ორდენი

ფეროზ ხან ნუნი (ურდუ ملک فیروز خان نون‎) —პაკისტანელი სახელმწიფო მოღვაწე. პაკისტანის მე-7 პრემიერ მინისტრი.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეროზ ხან-ნუნი დაიბადა პენჯაბის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოჯახში, 1893 წელს. დაწყებითი განათლება ლაჰორში მიიღო, შემდეგაც სწავლა ლონდონში ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო. 1917-1926 წლებში მსახურობდა ლაჰორის უმაღლეს სასამართლოში. ამის შემდეგ ფეროზმა გადაწყვიტა საკუთარი ძალები ეცადა პოლიტიკაში. იგი  დაინიშნა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრად პენჯაბის მინისტრთა კაბინეტში. 1936-1941 წლებში გახლდათ ლონდონში ინდოეთის უმაღლესი კომისარი. 1941 წელს შეუერთდა ვიცე-მეფის აღმასრულებელ საბჭოს და თანამდებობა 1945 წლამდე შეინარჩუნა. ამავდროულად, 1942 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდა ბრიტანეთის ინდოეთის თავდაცვის მინისტრად. ფეროზ ხან-ნუნი იყო პირველი ინდოელი, რომელმაც ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ დაიკავა ასეთი პრესტიჟული თანამდებობები.[3]

1947 წლის ოქტომბერში მუჰამედ ალი ჯინამ  ფეროზ ხან ნუნი ელჩად დანიშნა მუსლიმური სამყაროს ზოგიერთ ქვეყანაში. დანიშვნის მიზანი მუსულიმურ ქვეყნებთან კონტაქტის დამყარება იყო. ფეროზ ხან-ნუნი გახლდათ პაკისტანის მთავრობის მიერ საზღვარგარეთ გაგზავნილი პირველი ოფიციალური პირი მისიის დელეგაციის სათავეში. მისიის მიზანი იყო მუსლიმური ქვეყნებისთვის პაკისტანის შიდა პრობლემების გაცნობა და მოძმე ქვეყნებისგან მორალური და ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება. ფეროზმა წარმატებით გაართვა თავი დავალებას.[4]

მისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული გამოცდილებიდან გამომდინარე, ფეროზ ხან ნუნი დაინიშნა აღმოსავლეთ პაკისტანის გუბერნატორად. თუმცა, ის თავად უფრო დაინტერესებული იყო პენჯაბის პროვინციის პოლიტიკაში დარჩენით. მან მიაღწია თავის მიზანს 1953 წელს, როდესაც გახდა პენჯაბის მთავარი მინისტრი. 1956 წელს იგი გახდა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი. მ თანამდებობაზე დანიშნა ჰუსეინ შაჰიდ სუჰრავარდის მიერ.[5]

როგორც ისკანდერ მირზას ახლო მეგობარი, ფეროზ ხან ნუნი გახდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტი პენჯაბში და დაიკავა პაკისტანის პრემიერ მინისტრის თანამდებობა 1957 წლის 16 დეკემბერს. თავიდან პრეზიდენტმა ისკანდერ მირზამ ფეროზს მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაში, მაგრამ მოგვიანებით მირზამ ფეროზ ხან ნუნს დაბრკოლებები შეუქმნა აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების გზაზე. 1958 წლის 7 ოქტომბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოიღეს და ფეროზ ხან ნუნი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენეს [6].[7]

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წლის პაკისტანის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ,  ფეროზ ხან-ნუნი ჩამოშორდა  პოლიტიკას და გახდა პოლიტიკური მწერალი. მან დაწერა ხუთი წიგნი ინდოეთის ისტორიაზე და პაკისტანის სამართლისა და პოლიტიკის საკითხებზე.[8][9]

ფეროზ ხან ნუნი დაქორწინებული იყო  ავსტრიელ ვიქარ-უნ-ნისა ნუნზე, რომელიც პროფესიით   გახლდათ სოციალური მუშაკი და გამოჩენილი პოლიტიკოსი. იგი გარდაიცვალა 1970 წლის 7 დეკემბერს მისი საგვარეულო სოფელ ნურპურ ნოუნში, სარგოდას რაიონში.  დაკრძალულია იქვე.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Malhotra, S. L. (1979). From civil disobedience to quit India: Gandhi and the freedom movement in Punjab and Haryana, 1932–1942. New Delhi, India: Publication Bureau, Panjab University. pp. 76–77.
  2. Mahmud, Syed (1958). A nation is born. Karachi, Pakistan: Feroz Printing Works. p. 26.
  3. Open University. "Making Britain :Firoz Khan Noon". www.open.ac.uk. London, UK: Making Britain. Retrieved 20 January 2018.
  4. Current Biography Yearbook. H. W. Wilson Co. 1958. ISBN 9780824201234.
  5. Salahuddin, Syed (15 May 2010). Consensus on Kashmir DAWN.COM. DAWN.COM. Retrieved 23 January 2018.
  6. Jafar, Abu. "Noon, Malik Firoz Khan". Banglapedia. Retrieved 14 November 2016.
  7. Current Biography Yearbook, 1958, Page 411
  8. "Remembering Malik Feroz Khan Noon: Pakistan owes him Gwadar". www.linkedin.com. Retrieved 6 October 2020.
  9. Indian Information, Volume 15 (1944), Page 312
  10. Sir), Firoz Khan Noon (Malik; Nūn, Fīroz K̲h̲ān̲ (1966). From Memory. Ferozsons. p. 282.