შინაარსზე გადასვლა

უშანგი იმერლიშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1970 (თეატრალური დეკორაციის ხელოვნება).

1970–72 მუ­შა­ობ­და მესხეთის თეატრის მთ. მხატვრად. 1974 რუსთაველის თეატრში გააფორმა პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი" (მ. შველიძესთან ერთად).

1979–93 ი. მუს. თეატრის მთ. მხატვარი იყო, სადაც გააფორმა სპექტაკლები: კ. გოგია­შვილისა და მ. ჩირინა­შვი­ლის „ძველი თბილისის სურათები", გ. ნახუცრი­­ შვი­ლის „ნაცარქექია" და სხვ.; კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრში – ფ. დიურენმატის „მილიონერის ვიზიტი", ლ. გოთუას „გმირთა ვარამი", კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია".

1979 პოლონეთის ქ. ლოძის მუს. თეატრში გააფორმა ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე" (რეჟ. გ. მელივა), რ-იც წლის საუკეთესო სპექტაკლად იქნა მიჩნეული.

1984-იდან თბილ. ზ. ფალია­შვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარია.

თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი; ქართული სპექტაკლები და მუსიკალური კომედიები: გ. ცაბაძე "თოვლიანი მთების მელოდიები" (1973), შ. მილორავა "დედისერთა ჯარში მიდის" (1974), "პაემანი ცაში" (1975), "სათაგური" (1976), "ჩემი კეთილი მეზობელი" (1977), "შემინახეთ სიმღერა" (1981), ვ. აზარაშვილი "ბიჭუნა" (1975), მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები" (1975), ს. ცინცაძე "შვეიკი, შვეიკი, შვეიკი"(1976), ო. თაქთაქიშვილი "მუსუსი" (1978), ა. მაჭავარიანი "ბაღლინჯო" (1980); ბალეტები: დ. თორაძე "მწირი"(სიმფონია-ბალეტი), ვ. აზარაშვილი "ხევისბერი" (1982), გ. ყანჩელი-ალექსიძე "გალობანი უკვდავებისანი"(1989); ოპერები: ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (1979), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი" (1983), ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1994, ბათუმი), რ. ლაღიძე "ლელა" (1994, ბათუმი); სხვა სპექტაკლები: ვერდი "დონ კარლოსი" (1987), "ოტელო" (1994, ბათუმი), ს. პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული" (1985); თეატრის მხატვარი. სპექტაკლები: ს. პროკოფიევის „სამი ფორთოხლის სიყვარული", ჯ. ვერდის „დონ კარლოსი", აგრეთვე „საბალეტო ნოველები" (რეჟ. გ. მელივა, ბალეტმაისტერი გ. ალექსიძე), რ-იც ევრ. რამ­დე­ნიმე ქვეყანაში იყო წარმოდგენილ

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 220

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

  • 1996 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 1993 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი