უგუბზიარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უგუბზიარა“
ჟანრი პროპაგანდა
დამდგმელი რეჟისორი დავით რონდელი
სცენარის ავტორი გიორგი მდივანი
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1930
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ

უგუბზიარა — დავით რონდელის სადებიუტო ფილმი. ფილმი წარსულის მავნე ჩვევებთან ბრძოლას ეძღვნება.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი მდივანი აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში შეესწრო ფაქტს, რომ მამამ შვილს ექიმბაშის გარდა არავინ გააკარა, მაგრამ შემდეგ ინანა და საავადმყოფოში წაიყვანა შვილი. ამაზე დაყრდნობით დაიწერა სცენარი, რომელიც მოუწოდებდა აფხაზეთის ყოფა-ცხოვრებაში ყოველგვარი გადმონაშთების, ქელეხი, ექიმბაშები, არაჰიგიენური ყოფის აღმოფხვრისკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9