საჰაერო ხიდი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საჰაერო ხიდი“

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი დავით რონდელი
რეჟისორი ელგუჯა ჟღენტი
პროდიუსერი ზურაბ ჩხაიძე
სცენარის ავტორი ნოდარ წულეისკირი
როლებში ია ნინიძე
მიხეილ ხვიტია
კომპოზიტორი სულხან ნასიძე
ხმის ოპერატორი დავით ლომიძე
ოპერატორი შოთა კილაძე, ოთარ ჭუმბურიძე
მხატვარი დავით ლურსმანაშვილი
სტუდია სს „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1974
ხანგრძლივობა 71 წუთი
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ენა ქართული

საჰაერო ხიდი1974 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი დავით რონდელი.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ სოფლელი გოგონა ზესნახე და მასზე შეყვარებული ბუძგურია ენგურჰესის მშენებლობაზე გაიპარებიან სამუშაოდ. ზესნახე ოპერატორის ხელობას სწრაფად შეითვისებს, მეგობრებს შეიძენს, ბევრი თაყვანისმცემელიც გამოუჩნდება. ბუძგურიას კი მუშაობას ზესნახესთან ყოფნა ურჩევნია და მუდმივად ტოვებს თავის სამუშაოს. უპასუხისმგებლობისთვის მას სამსახურიდან დაითხოვენ. შეყვარებულები იჩხუბებენ. შეწუხებული ბუძგურია ექსკავატორის მძღოლს სთხოვს, შეასწავლოს ხელობა. იგი სამსახურში თავს აღიდგენს და შეყვარებულსაც შეურიგდება.

როლებს ასრულებენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ია ნინიძე — ზესნახე
  • მიხეილ ხვიტია — ბუძგურია
  • დათო ჟღენტი — ნოკო
  • გივი თოხაძე — ირაკლი
  • მარინა ლობიშევა — ლენა
  • ივან მაკარჩუკი — ივანე
  • მერაბ ჯაფარიძე — გეგი
  • ლევან გოგუა — არქანია
  • ია ხობუა — ვარდიშა
  • თამარ ბაგრატიონი — ცაკანა
  • ლაშა ფურცხვანიძე — ბუთია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]