ტუვარჯიევების სახლი
ტუვარჯიევების სახლი რუს. Дом Туварджиевых | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′12″N 39°42′37″E / 47.220065° ჩ. გ. 39.710243° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია |
დასრულების თარიღი | XIX საუკუნის ბოლო |
ტუვარჯიევების სახლი (რუს. Дом Туварджиевых) — სართულნახევრიანი შენობა დონის როსტოვში, რუსეთის ფედერაცია, რომელსაც გააჩნია ისტორიული ღირებულება. იგი მდებარეობდა შაუმიანის ქუჩა № 41-ში[1]. შენობის ასაკი 100 წელზე მეტია[2], აგებულია XIX საუკუნის ტიპური სავაჭრო სახლების მსგავსად[3]. ამ სახლში განთავსებული იყო ქალაქში პირველი საბილიარდო[1]. 2016 წელს სახლი დაანგრიეს[4].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლი ააშენეს XIX საუკუნის დასასრულს[3]. პირველად წერილობით წყაროებში მოიხსენიება 1894 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. აღნიშნული ნაგებობის მფლობელი ყოფილა ქალბატონი სახელად ანა ივანეს ასული ალექსანდროვა. დოკუმენტის თანახმად მისი აღნიშნული ქონება შეადგენდა 2 750 რუბლის ღირებულებას. არის ცნობები იმის შესახებ, რომ ამავე წელს სახლის მფლობელები გამხდარან ძმები ტუვარჯიევები - ეგორი და სტეფანე. ისინი ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას - ვაჭრობდნენ ღვინით, რისთვისაც იჯარით აიღეს მაღაზია, რომელიც მდებარეობდა ძველი ბაზრის მოედნის ახლოს[5].
XX საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის დასაწყისში შენობა ცნობილი გახდა სახელწოდებით „ტუვარჯიევების საბილიარდო სახლი“, სწორედ ამ სახელწოდებით იცნობდნენ სახლს მომდევნო წლებშიც. 1904 წლის ღირებულებით სახლის ფასმა შეადგინა 5 500 რუბლი. 1911 წელს უძრავი ქონების მფლობელებიი გახდნენ სტეფანე ქრისტეფორე ძე და ევგენია დიმიტრის ასული ტუვარჯიევები[1]. ამ მფლობელებმა სახლი გადააკეთეს და მისი მოცულობა სამჯერ გაზარდეს[5]. სახლს დაადგეს მანსარდა, ამოაშენეს ცოკოლის სართული[1]. გახსნეს საბილიარდო[6]. 1913-1914 წლებში სახლზე ეკიდა წარწერა „Білліардная“[5], რომელიც შემონახული იყო 2016 წლამდე[1]. წარწერა დამზადებული იყო მიშუტინის სპეციალურ სახელოსნოში, რომელიც თავდაპირველად სახლის მეზობლად მდებარეობდა, ხოლო შემდეგ ერთი სახლის მოშორებით. 1920-იან წლებში საბილიარდო დაიხურა. XX საუკუნის განმავლობაში სახლში იყო რამდენიმე კომუნალური ბინა[5], მისი ფასადი გამოყენებულია რამდენიმე ფილმში[1].
XXI საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია ისტორიული ღირებულების მქონე სახლის დანგრევის შესახებ[1]. ობიექტის დაცვა განიზრახა რუსეთის ძეგლთა დაცვის კავშირის როსტოვის განყოფილებამ. მისმა წარმომადგენლებმა მიმართეს რუსეთის კულტურის სამინისტროს და მოითხოვდნენ სახლი ეღიარებინათ საზოგადოებრივი ღირებულების ობიექტად[1][7]. 2016 წლის თებერვალში ნაგებობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებაზე უარი თქვეს[2]. 2016 წლის აპრილის ბოლოს ვაჭარ ტუვარჯიევების სახლი დაანგრიეს[4]. მის ადგილზე მიმდინარეობს მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა[1][4].
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახლი აგებული იყო XIX საუკუნისათვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნებით[5]. განთავსებული იყო ქალაქის ისტორიულ ცენტრში[1].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Ростовчане пытаются отстоять историческое здание в центре города
- ↑ 2.0 2.1 Под снос: минкульт не увидел ценности в здании первой бильярдной Ростова-на-Дону. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2017-11-07.
- ↑ 3.0 3.1 В Ростове снесли здание первой бильярдной//Панорама
- ↑ 4.0 4.1 4.2 На месте здания первой ростовской бильярдной построят 7-этажную гостиницу
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Активные ростовчане пытаются сохранить уникальный купеческий особняк донской столицы// «МК на Дону»
- ↑ Жители Садовой против сноса дома Туварджиевых//Новости
- ↑ Зданию первой бильярдной в Ростове могут присвоить статус памятника//Городской репортер