ტუვარჯიევების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტუვარჯიევების სახლი
რუს. Дом Туварджиевых
კოორდინატები 47°13′12″N 39°42′37″E / 47.220065° ჩ. გ. 39.710243° ა. გ. / 47.220065; 39.710243
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია
დასრულების თარიღი XIX საუკუნის ბოლო

ტუვარჯიევების სახლი (რუს. Дом Туварджиевых) — სართულნახევრიანი შენობა დონის როსტოვში, რუსეთის ფედერაცია, რომელსაც გააჩნია ისტორიული ღირებულება. იგი მდებარეობდა შაუმიანის ქუჩა № 41-ში[1]. შენობის ასაკი 100 წელზე მეტია[2], აგებულია XIX საუკუნის ტიპური სავაჭრო სახლების მსგავსად[3]. ამ სახლში განთავსებული იყო ქალაქში პირველი საბილიარდო[1]. 2016 წელს სახლი დაანგრიეს[4].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ააშენეს XIX საუკუნის დასასრულს[3]. პირველად წერილობით წყაროებში მოიხსენიება 1894 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში. აღნიშნული ნაგებობის მფლობელი ყოფილა ქალბატონი სახელად ანა ივანეს ასული ალექსანდროვა. დოკუმენტის თანახმად მისი აღნიშნული ქონება შეადგენდა 2 750 რუბლის ღირებულებას. არის ცნობები იმის შესახებ, რომ ამავე წელს სახლის მფლობელები გამხდარან ძმები ტუვარჯიევები - ეგორი და სტეფანე. ისინი ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას - ვაჭრობდნენ ღვინით, რისთვისაც იჯარით აიღეს მაღაზია, რომელიც მდებარეობდა ძველი ბაზრის მოედნის ახლოს[5].

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში შენობა ცნობილი გახდა სახელწოდებით „ტუვარჯიევების საბილიარდო სახლი“, სწორედ ამ სახელწოდებით იცნობდნენ სახლს მომდევნო წლებშიც. 1904 წლის ღირებულებით სახლის ფასმა შეადგინა 5 500 რუბლი. 1911 წელს უძრავი ქონების მფლობელებიი გახდნენ სტეფანე ქრისტეფორე ძე და ევგენია დიმიტრის ასული ტუვარჯიევები[1]. ამ მფლობელებმა სახლი გადააკეთეს და მისი მოცულობა სამჯერ გაზარდეს[5]. სახლს დაადგეს მანსარდა, ამოაშენეს ცოკოლის სართული[1]. გახსნეს საბილიარდო[6]. 1913-1914 წლებში სახლზე ეკიდა წარწერა „Білліардная“[5], რომელიც შემონახული იყო 2016 წლამდე[1]. წარწერა დამზადებული იყო მიშუტინის სპეციალურ სახელოსნოში, რომელიც თავდაპირველად სახლის მეზობლად მდებარეობდა, ხოლო შემდეგ ერთი სახლის მოშორებით. 1920-იან წლებში საბილიარდო დაიხურა. XX საუკუნის განმავლობაში სახლში იყო რამდენიმე კომუნალური ბინა[5], მისი ფასადი გამოყენებულია რამდენიმე ფილმში[1].

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია ისტორიული ღირებულების მქონე სახლის დანგრევის შესახებ[1]. ობიექტის დაცვა განიზრახა რუსეთის ძეგლთა დაცვის კავშირის როსტოვის განყოფილებამ. მისმა წარმომადგენლებმა მიმართეს რუსეთის კულტურის სამინისტროს და მოითხოვდნენ სახლი ეღიარებინათ საზოგადოებრივი ღირებულების ობიექტად[1][7]. 2016 წლის თებერვალში ნაგებობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებაზე უარი თქვეს[2]. 2016 წლის აპრილის ბოლოს ვაჭარ ტუვარჯიევების სახლი დაანგრიეს[4]. მის ადგილზე მიმდინარეობს მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა[1][4].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი აგებული იყო XIX საუკუნისათვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნებით[5]. განთავსებული იყო ქალაქის ისტორიულ ცენტრში[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]