შინაარსზე გადასვლა

ტოა (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოა
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
სიგრძე 131 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ტოა ვიკისაწყობში

ტოა (ესპ. Río Toa) — მდინარე კუბის სამხრეთ ნაწილში. მიედინება გუანტანამოს პროვინციაში. სიგრძე 131 კმ. იერთებს 72 შენაკადს.[1] ზემო დინებაში მთის მდინარეა, ქვემო დინებაში დაბლობზე მიედინება. გამოირჩევა მტკნარი წყლით. მდინარის აუზში შექმნილია ბიოსფერული ნაკრძალი კუჩილას-დელ-ტოა, რომელსაც უკავია ტოას წყალშემკრები აუზის დაახლოებით 70%. ერთვის ატლანტის ოკეანეს. შესართავი ქალაქ ბარაკოას ჩრდილოეთით მდებარეობს.

მდინარისპირა ტერიტორია გამოირჩევა ფაუნისა და ფლორის ენდემურობითა და მრავალფეროვნებით. იზრდება ყვავილოვან მცენარეთა 1000-მდე სახეობა და გვიმრისნაირის 145-მდე სახეობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hunt, Nigel. (2009)Toa River, the mightiest river in Cuba. ციტირების თარიღი: 2 October 2009.