შინაარსზე გადასვლა

ტიგრან ესაიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიგრან ესაიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ტიგრან რუბენი ესაიანი
დაბადების
თარიღი
2 მაისი, 1972 (1972-05-02) (52 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 165 სმ
სათამაშო
პოზიცია
სტრაიკერი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995 - 1998 ერევანი 89 (56)
1999 - 2000 ტორპედო
2000 არარატი ერევანი 26 (17)
2000 - 2002 ბეირუთი
2002 - 2004 ბანანცი 27 (15)
2004 - 2005 არარატი ერევანი
2005 ლერნაინ არცახი 8 (2)
2005 - 2006 არარატი ერევანი 5 (0)
ეროვნული ნაკრები
1996 - 1999 სომხეთი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ტიგრან ესაიანი (სომხ. Տիգրան Եսայան; დ. 2 ივნისი, 1972, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით სტრაიკერი. იგი თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის რამდენიმე კლუბში.

ტიგრან ესაიანმა ფეხბურთის თამაში 1990 წელს, ზორავანას რიგებში დაიწყო. კლუბი საბჭოთა პირველი ლიგის მეორე ლიგაში ასპარეზობდა. 1992 წელს კლუბი ზორავანა პირდაპირ სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში გადავიდა, თუმცა სეზონი ცხრილის ბოლო ადგილით დაასრულა და ამის გამო იგი სომხეთის პირველ ლიგაში ჩამოქვეითდა. სეზონის დასრულების შემდეგ ესაიანმა ხსენებული კლუბი დატოვა და შეუერთდა კლუბ „ვაგარშაპატს“. სეზონის დასრულებისას მან ეს კლუბიც დატოვა. შემდეგი მისი კლუბი იყო სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე კლუბი დინამო ერევანი. ესაიანმა კლუბში 30 გოლი ფაიტანა და ამ შედეგით იგი კლუბის ერთ-ერთი ძირითადი ბომბარდირად გახდა. მის მიერ დაფიქსირებული შედეგი 1994 წლის სომხეთის პრემიერლიგის სეზონში საუკეთესო იყო. 1995 წელს ესაიანი შეუერთდა კლუბ ერევანს. მისი ერევანში თამაშის პერიოდში, კლუბმა მოიგო 1997 წლის სომხეთის პრემიერლიგა და გახდა 1998 წლის სომხეთის თასის ფინალისტი. მოგვიანებით იგი შეუერთდა კლუბ ტორპედო ზაპოროჟეს; აქ მან 1999-2000 წლების სეზონი გაატარა. სეზონის დასრულების შემდეგ იგი შეუერთდა კლუბ არარატი ერევანს; მის პირველ სეზონში კლუბი 2000 წლის სომხეთის პრემიერლიგის ფინალისტი გახდა. 17 გატანილი გოლით, ესაიანი კლუბის მეორე ბომბარდირი გახდა. 2000-2002 წლებში ესაიანი თამაშობდა ლიბანურ-სომხურ კლუბ ბეირუთში. შემდგომ იგი სომხეთში დაბრუნდა და ამჯერად ბანანცს შეუერთდა. კლუბთან ერთად იგი სომხეთის პრემიერლიგის ფინალისტი ორჯერ, 2002 და 2004 წლებში, ხოლო სომხეთის სუპერთასის ფინალისტი 2003 და 2004 წლებში გახდა. 2004 წელს ესაიანი კვლავ არარატი ერევანში დაბრუნდა. 2005 წელს იგი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კლუბ ლერნაინ არცახში თამაშობდა. 2005 წელს ესაიანი მესამედ შეუერთდა კლუბ არარატი ერევანს და საბოლოოდ, 2006 წელს, კარიერაც აქვე დაასრულა.

საერთაშორისო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიგრან ესაიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1996 წლის 20 თებერვალს, პერუს წინააღმდეგ გამათრულ ამხანაგურ შეხვედრაში. ამ დღიდან მოყოლებული მან 21 ნაკრების თამაშში მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში 4 გოლი გაიტანა. 1999 წელს მან დატოვა ეროვნული ნაკრები. იგი სომხეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-10 ადგილს იკავებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიგრან_ესაიანი“-დან