ტიბეტურ-ბირმული ენები
იერსახე
ტიბეტურ-ბირმული ენები — ჩინურ-ტიბეტური (იმავე სინოტიბეტური) ენათა ოჯახის წყვილ განშტოებათაგან (სინიტურის გვერდით) ერთ-ერთი. ტიბეტურ-ბირმულ ენებზე ლაპარაკობენ სამხრეთ ჩინეთში, ჰიმალაისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამ ენებზე მოლაპარაკეთა რიცხვი 70 მლნ. კაცს შეადგენს. ტიბეტურ-ბირმულ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობის საპირისპიროდ 8 ჩინურ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 1,2 მლრდ. ადამიანია.
ტიბეტურ-ბირმული ენებიდან ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია ბირმული ენა, რომელზე მოლაპარაკეთა რიცხვი მიანმარში შეადგენს 35 მილიონ ე.წ. „მშობლიურენოვანს“, ხოლო ე.წ. „მეორეენოვანთა“ რაოდენობა კი 15 მილიონს აღემატება.
მთავარი ენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგ ტიბეტურ-ბირმული ენებზე ლაპარაკობს ყველაზე მცირე 1 მლნ. კაცი:
- ბირმული ენა (აგრეთვე ბირმეზული, ან ბურმეზული): 35 მლნ. მოლაპარაკე; მეორეენოვანთა ჩათვლით 50 მლნ. / მიანმარი (ბირმა)
- ჲი (ჲოფო): 4,2 მლნ. / სამხრეთი ჩინეთი
- ტიბეტური : 2 მლნ.; ამდო- და ხამს-ტიბეტური 4,5 მლნ. / შუა- და დასავლეთი ტიბეტი; ამდო, ხამსი.
- სგაუ (სგო): 2 მლნ. / ბირმა
- რახაინი (არაკანული, ან არაკანეზული): 2 მლნ. / ბირმა: არაკანი
- ხამსი (ხამს-ტიბეტური): 1,5 მლნ. / ტიბეტური: ხამსი
- მეითეი (მანიპური): 1,3 მლნ. / ინდოეთი: მანიპური, ასამი, ნაგა
- პუო (ფო): 1,3 მლნ. / ბირმა
- ტამანგი: 1 მლნ. / ნეპალი: კათმანდუს ხეობა
- იანგბიე: 1 მლნ. / ბირმა
- ბაი (მინჩია): 1 მლნ. / ჩინეთი: იუნნანი