ტაჯურის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაჯურის ყურის თანამგზავრული ფოტო

ტაჯურის ყურე (არაბ. خليج تدجورا‎) — ინდოეთის ოკეანის ყურე სომალის ნახევარკუნძულთან. გადაჭიმულია ბაბ-ელ-მანდების სრუტის სამხრეთით, წითელი ზღვის შესასვლელთან. მისი სანაპირო ზოლის უდიდესი ნაწილი ჯიბუტის მიეკუთვნება, გარდა სამხრეთ ნაპირის პატარა მონაკვეთისა, რომელიც სომალის შემადგენლობაში შედის.

ტაჯურის ყურეზე გაშენებული პორტებია: ობოკი, ტაჯურა და ჯიბუტი.

ყურის მაქსიმალური სიგრძე 58 კმ-ია, სიგანე 24 კმ, საშუალო სიღრმე კი 1 329 მ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]