ტაჯურა (ჯიბუტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტაჯურა
ფრანგ. Tadjoura
არაბ. تجورة

ქალაქის პორტი
ქვეყანა ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
რეგიონი ტაჯურის რეგიონი
კოორდინატები 11°47′00″ ჩ. გ. 42°53′00″ ა. გ. / 11.78333° ჩ. გ. 42.88333° ა. გ. / 11.78333; 42.88333
ფართობი 3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0
მოსახლეობა 22 868 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+3
ტაჯურა (ჯიბუტი) — ჯიბუტი
ტაჯურა (ჯიბუტი)

ტაჯურა (ფრანგ. Tadjoura; აფარი ენა Tagórri; არაბ. تجورة) — ქალაქი ჯიბუტიში. ქვეყნის ერთ-ერთი დიდი ქალაქი. ტაჯურის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის დასახელება (აფარულ ენაზე — Tagórri) ეტიმოლოგიურად წარმოშობილია სიტყვიდან — tágar (tágor, tógor), რაც აფარელი ხალხის ენაზეა — «თხის ტყავის ტიკი წყლისთვის», ხშირი მნიშვნელობით: «წყლით ბოლომდე შევსებული».

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ტაჯურა ჯიბუტის უძველესი ქალაქია და ერთ-ერთი უძველესია აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი აღმოცენდა დაახლოებით XII საუკუნეში. იგი იყო აფარელი სულთნების რეზიდენცია. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქალაქი იყო რეგიონში მონათვაჭრობის ცენტრი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქი მოხვდა საფრანგეთის კონტროლ ქვეშ. 1884 წლის 21 სექტემბერს ტაჯურის სულთანატი გამოცხადდა საფრანგეთის პროტექტორატად, რომელსაც მართავდა ფრანგი გუბერნატორი ქალაქ ობოკიდან.

ქალაქის მოხერხებულმა ადგილმდებარეობამ ტაჯურის ყურის ნაპირებთან იგი გახადა მთავარ სავაჭრო პორტად ეთიოპიასთან დამაკავშირებელ გზაზე. დიდი ხნის განმავლობაში პორტიდან გამავალი ძირითადი საქონელი, იყვნენ მონები და სპილოს ძვალი. ასევე ვაჭრობდნენ ხორბლით, თაფლით, ოქროთი, თივით და სხვა საქონლით.

საფრანგეთის ხელისუფლების 1889 წლის 26 ოქტომბრის დეკრეტით მონებით ვაჭრობა ოფიციალურად აიკრძალა. ტაჯურას მნიშვნელობა დაეცა XX საუკუნის დასაწყისში ფრანგულ-ეთიოპიური რკინიგზის აშენების შემდეგ, რომელმაც ქალაქ ჯიბუტიში არსებული პორტი შეაერთა ადის-აბებასთან.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს ტაჯურის პორტი მნიშვნელოვნად იქნა მოდერნიზებული. იგი 2000 წლის 10 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნა ქვეყნის პრეზიდენტმა ისმაილ ომარ გელემ.[1]

ტაჯურა პოპულარული ტურისტული ადგილია. მიმზიდველია მისი თეთრკედლიანი სახლები (ქალაქმა დაიმსახურა ეპითეტი «თეთრი ქალაქი» — ფრანგ. La ville blanche) და ქვიშის პლაჟები მხატვრული შემოგარენით. ჯიბუტისთან შეერთებულია საბორნე გადასასვლელით, მოქმედებს აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Horn of Africa, Monthly Review, September - October 2000", UN-OCHA Archive (accessed 23 February 2009)