შინაარსზე გადასვლა

ტატიანა ფაბერჟე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტატიანა ფაბერჟე

ტატიანა ფაბერჟე (დ. 7 მარტი, 1930 – გ. 13 თებერვალი, 2020)[1] — მდივანი, [2] ფაბერჟეს მკვლევარი [3] იუველირი და მხატვარი შვეიცარიიდან.

ტატიანა ფაბერჟე დაიბადა 1930 წელს შვეიცარიაში . მისი მშობლები იყვნენ ფიოდორ ფაბერჟე (კარლ ფაბერჟეს ვაჟის აგათონის შვილი) და ტატიანა ბორისის ასული შერემეტიევა-ფაბერჟე (ბორის სერგეის ძე შერემეტიევისა და ელისაბედ ბაგრატიონ-მუხრანელის ქალიშვილი). 1950-იან წლებში ტატიანა პარიზში სწავლობდა საიუველირო დიზაინს, აქ მიეცა საშუალება უფრო დაახლოებოდა ბიძებს - ევგენი ფაბერჟესა და ალექსანდრე ფაბერჟეს. ძმებ ფაბერჟეებს ჰქონდათ თავიანთი სახელობის მაღაზია პარიზში.

ტატიანა ფაბერჟე შეუერთდა CERN-ს - ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას - თეორიული ფიზიკის განყოფილების მთავარი მდივნის თანამდებობით,[1] როდესაც CERN-ის თეორიული ჯგუფი კოპენჰაგენიდან ჟენევაში გადავიდა.

ტატიანა წავიდა CERN-იდან 1995 წელს.

ფაბერჟეს ყოველთვის აინტერესებდა ფაბერჟეს სახლი. პენსიაზე გასვლის შემდეგ ის მუშაობდა ოჯახის ისტორიის კვლევაზე და მისი მემკვიდრეობის პოპულარიზაციაზე.

1974 წელს ტატიანამ გამოუშვა საკუთარი სამკაულებისა და პროდუქციის ხაზი - „ტატიანა ფაბერჟე“, რომელიც შემდეგში გაყიდვაში იყო მისი საკუთარი ვებსაიტის საშუალებით. [4] კარიერის განმავლობაში მან შექმნა რამდენიმე პროდუქტი სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით, 2005 წელს ფაბერჟე ltd-მ შეიძინა ტატიანა ფაბერჟეს კომპანიისგან ერთ-ერთი სავაჭრო ნიშანი, ამის შემდეგ ტატიანამ განაგრძო პროდუქტების შექმნა „ცარის კოლექციის“ სავაჭრო ნიშნით.

2007 წლიდან ის გახდა ფაბერჟე ltd-ში ფაბერჟეს მემკვიდრეობის საბჭოს წევრი და აქტიურად იყო დაკავებული ფაბერჟეს ltd-სთვის რჩევების მიცემითა და ზედამხედველობით რებრენდინგთან დაკავშირებით. იგი მჭიდროდ თანამშრომლობდა შემოქმედებით ჯგუფთან და აძლევდა რჩევებს მემკვიდრეობის საკითხებზე. 

2010-იან წლებში ის საქართველოს ეწვია და მუხრანბატონის სასახლესაც ესტუმრა, რომელიც წარსულში მისი ბებიის ნათესავების საკუთრება იყო.[5] საქართველოში მან ასევე მოაწყო საკუთარი ნახატების გამოფენა.

2020 წლის თებერვალში მისი გარდაცვალების შემდეგ, მის მფლობელობაში არსებული ფაბერჟეს ოჯახის არქივი გადაეცა მოსკოვის კრემლის მუზეუმებს . [6]

2020 წელს ხელოვნების დილერის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ტატიანა მონაწილეობდა რამდენიმე ყალბი ფაბერჟეს კვერცხის ნამდვილ ნივთად გასაღებაში გაყიდვის მიზნით. [7]

მისი პუბლიკაციები კარლ ფაბერჟეს შესახებ:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Fontaine, Marie-Noëlle; Perrin, Nanie; Ellis, John (4 March 2020). „Tatiana Fabergé (1930–2020)“. Bulletin for the CERN community. ციტირების თარიღი: 12 March 2020.
  2. History of CERN, III, https://books.google.com/books?id=gQbgQrYlpIoC&pg=PA294
  3. Faberge's Eggs: One Man's Masterpieces and the End of an Empire, https://books.google.com/books?id=U5RGaBZFsQgC&pg=PT276
  4. Tsars collection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-12-02.
  5. კულინART. (2018)პოეტური ამბები შატო მუხრანიდან.
  6. Press release Moscow Kremlin Museums, "Fabergé Family Archive Bequeathed and Handed Over to the Moscow Kremlin Museums"
  7. Andre Ruzhnikov. (2020)A Fabergé Farrago of Fakes and Impostors.
  8. Franz P. Birbaum (1992), The history of the house of Fabergé: according to the recollections of the senior master craftsman of the firm, Franz P. Birbaum : on the occasion of the 150th anniversary of the foundation of the firm, 1842-1992, https://books.google.com/books?id=eKPIjgEACAAJ
  9. Tatʹi︠a︡na F. Faberzhe (1997), The Fabergé imperial Easter eggs, https://books.google.com/books?id=Cj09AQAAIAAJ
  10. Tatʹi︠a︡na F. Faberzhe (1997), Faberzhe i peterburgskie i︠u︡veliry: sbornik memuarov, stateĭ, arkhivnykh dokumentov po istorii russkogo i︠u︡velirnogo iskusstva, https://books.google.com/books?id=8p8sAQAAIAAJ
  11. Tatiana Fabergé (2012), Fabergé: A Comprehensive Reference Book, https://books.google.com/books?id=oStwMAEACAAJ
  12. Tatiana Fabergé (2017), Fabergé: The Imperial "Empire" Egg of 1902, https://www.academia.edu/38098288