ტარიელ ჟღენტი
პირადი ინფორმაცია | |||
---|---|---|---|
ეროვნება | ქართველი | ||
დაბ. თარიღი | 23 თებერვალი, 1945 | ||
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდ. თარიღი | 29 აგვისტო, 2023 (78 წლის) | ||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სპორტი | |||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | ||
სპორტი | სპორტული სროლა | ||
სახეობა | სასტენდო და ტყვიის სროლა | ||
კლუბი | „ლოკომოტივი“ თბილისი | ||
მწვრთნელი | ზურაბ მაჩხანელი (საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი) | ||
ჯილდოები |
|
ტარიელ ჟღენტი (დ. 23 თებერვალი, 1945, თბილისი — გ. 29 აგვისტო, 2023) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1973).[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში (1973, 1981) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 1973, 1974, 1981, 1984). ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 1982 — ორივე გუნდურში), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1968, 1978, 1983) და საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1971). მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი. 1973 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (200 შესაძლებლიდან 200 ქულა). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-იდან).
1971 წლის მაისში მოსკოვში გამართულ „ლოკომოტივის“ ცენტრალური საბჭოს პირველობაზე სასტენდო სროლაში უშეცდომოდ დაამსხვრია 46 წყვილი სამიზნე და ახალი საკავშირო რეკორდი დაამყარა.[2]
1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის ლიქიორ-არყის ქარხანაში. შემდეგ, გაერთიანება „კრისტალში“ მეღვინედ. იყო „მონკავშირის“ (თბილისი) წევრი.
2019 წელს მიენიჭა „სპორტის რაინდის“ საპატიო წოდება. გარდაიცვალა 2023 წლის 29 აგვისტოს, 78 წლის ასაკში.[3]
ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1971 | მსოფლიო ჩემპიონატი | იტალია, ბოლონია | |
1972 | ევროპის ჩემპიონატი | ესპანეთი, მადრიდი | |
1973 | ევროპის ჩემპიონატი | იტალია, ორბასანო | |
1973 | ევროპის ჩემპიონატი | იტალია, ორბასანო | |
1973 | მსოფლიო ჩემპიონატი | ავსტრია, მელბურნი | |
1974 | ევროპის ჩემპიონატი | საფრანგეთი, ანტიბი | |
1974 | მსოფლიო ჩემპიონატი | შვეიცარია, ბერნი | |
1975 | ევროპის ჩემპიონატი | ავსტრია, ვენა | |
1981 | ევროპის ჩემპიონატი | სსრკ, მოსკოვი | |
1981 | ევროპის ჩემპიონატი | სსრკ, მოსკოვი | |
1981 | მსოფლიო ჩემპიონატი | არგენტინა, ტუკუმანი | |
1982 | ევროპის ჩემპიონატი | იტალია, მონტეკატინი | |
1983 | მსოფლიო ჩემპიონატი | კანადა, ედმონტონი | |
1984 | ევროპის ჩემპიონატი | ესპანეთი, სარაგოსა |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 263.
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 745, ISBN 99928-20-32-2.
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 164. 371 გვ.
- კალანდაძე ბ., ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მატიანე, გვ. 378, თბ.: პეტიტი, 2008
პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მოწონელიძე, ჯ., ტარიელ ჟღენტის ოქრო // „ლელო“, 28 ივლისი, 1968, № 147 (3631), გვ. 2.
- მფრინავი თეფშების დიდოსტატი // „ლელო“, 8 იანვარი, 1974, № 5 (5035), გვ. 1.
- საქართველოს მესტენდურეების პირველი ადგილი და საკავშირო რეკორდი // „ლელო“, 27 მარტი, 1976, № 60 (5610), გვ. 1.
- თასი თბილისში. უკანასკნელი გასროლა სიბნელეში // „ლელო“, 30 მარტი, 1976, № 62 (5612), გვ. 1.
- ივდოშვილი, ო., მხოლოდ ორი კოლექტივი // „ლელო“, 26 აპრილი, 1979, № 79 (6390), გვ. 1.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ტარიელ ჟღენტი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ტარიელ ჟღენტი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ტარიელ ჟღენტი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ტარიელ ჟღენტი — ქართული სპორტი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Жгенти Тариэл Варденович. infosport.ru. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
- ↑ მოწონელიძე, ჯ., ტარიელ ჟღენტის საკავშირო რეკორდი // „ლელო“, 6 მაისი, 1971, № 88 (4338), გვ. 3.
- ↑ „გარდაიცვალა სპორტის დამსახურებული ოსტატი სასტენდო სროლაში ტარიელ ჟღენტი“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- დაბადებული 23 თებერვალი
- დაბადებული 1945
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 29 აგვისტო
- გარდაცვლილი 2023
- ქართველი მსროლელები
- საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ჟღენტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები