ტარიელ ჟღენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარიელ ჟღენტი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1945
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 29 აგვისტო, 2023 (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი სპორტული სროლა
სახეობა სასტენდო და ტყვიის სროლა
კლუბი „ლოკომოტივი“ თბილისი
მწვრთნელი ზურაბ მაჩხანელი (საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი)
ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1973

ტარიელ ჟღენტი (დ. 23 თებერვალი, 1945, თბილისი — გ. 29 აგვისტო, 2023) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (სასტენდო და ტყვიის სროლა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1973).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის ორგზის ჩემპიონი პირად პირველობაში (1973, 1981) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 1973, 1974, 1981, 1984). ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 1982 — ორივე გუნდურში), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1968, 1978, 1983) და საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1971). მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი. 1973 წელს დაამყარა მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი (200 შესაძლებლიდან 200 ქულა). საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1984-იდან).

1971 წლის მაისში მოსკოვში გამართულ „ლოკომოტივის“ ცენტრალური საბჭოს პირველობაზე სასტენდო სროლაში უშეცდომოდ დაამსხვრია 46 წყვილი სამიზნე და ახალი საკავშირო რეკორდი დაამყარა.[2]

1971 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის ლიქიორ-არყის ქარხანაში. შემდეგ, გაერთიანება „კრისტალში“ მეღვინედ. იყო „მონკავშირის“ (თბილისი) წევრი.

2019 წელს მიენიჭა „სპორტის რაინდის“ საპატიო წოდება. გარდაიცვალა 2023 წლის 29 აგვისტოს, 78 წლის ასაკში.[3]

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1971 მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის დროშა იტალია, ბოლონია
1st
1972 ევროპის ჩემპიონატი დროშა: ესპანეთი ესპანეთი, მადრიდი
1st
1973 ევროპის ჩემპიონატი იტალიის დროშა იტალია, ორბასანო
1st
1973 ევროპის ჩემპიონატი იტალიის დროშა იტალია, ორბასანო
1st
1973 მსოფლიო ჩემპიონატი დროშა: ავსტრია ავსტრია, მელბურნი
1st
1974 ევროპის ჩემპიონატი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი, ანტიბი
1st
1974 მსოფლიო ჩემპიონატი დროშა: შვეიცარია შვეიცარია, ბერნი
1st
1975 ევროპის ჩემპიონატი დროშა: ავსტრია ავსტრია, ვენა
2nd
1981 ევროპის ჩემპიონატი დროშა: სსრკ სსრკ, მოსკოვი
1st
1981 ევროპის ჩემპიონატი დროშა: სსრკ სსრკ, მოსკოვი
1st
1981 მსოფლიო ჩემპიონატი დროშა: არგენტინა არგენტინა, ტუკუმანი
3rd
1982 ევროპის ჩემპიონატი იტალიის დროშა იტალია, მონტეკატინი
2nd
1983 მსოფლიო ჩემპიონატი დროშა: კანადა კანადა, ედმონტონი
2nd
1984 ევროპის ჩემპიონატი დროშა: ესპანეთი ესპანეთი, სარაგოსა
1st

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Жгенти Тариэл Варденович. infosport.ru. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2022
  2. მოწონელიძე, ჯ., ტარიელ ჟღენტის საკავშირო რეკორდი // „ლელო“, 6 მაისი, 1971, № 88 (4338), გვ. 3.
  3. „გარდაიცვალა სპორტის დამსახურებული ოსტატი სასტენდო სროლაში ტარიელ ჟღენტი“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)