შინაარსზე გადასვლა

ტალერგოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტალერგოფი

ტალერგოფი — მე-20 საუკუნის პირველი საკონცენტრაციო ბანკი, რომელიც შეიქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მიერ 1914 წლის 4 სექტემბერს. ის განთავსებული იყო გრაცის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც მოთავსებული იყო დეპორტირებული რუსინები,ძირითადი მაცხოვრებლები გალიციის და ბუკოვინის რომლებიც ლიტერატურულ ენად მიიჩნევდნენ რუსულ ენას და გააჩნდათ სიმპატიება რუსეთის იმპერიის მიმართ.სხვადასხვა მონაცემებით ტალერგოფის ბანაკში მოთავსებული იყო 20 ათასიდან 40 ათასამდე რუსინი,მეორე საკონცენტრაციო ბანაკი ტერაზინი აგრეთვე მოიცავდა 20-25 ათასს დეპორტირებულ რუსინს. ასეთი გზით ტყვეებს აიძულებდნენ უარი ეთქვათ თავიანთ ინდენტიფიკაციაზე როგორც რუსინები და მიეღოთ უკრაინული ინდენტიფიკაცია,ტყვეებს რომლებმაც მოახდინეს თავიანთი ინდენტიფიცირება როგორც უკრაინელის ბანაკიდან ანთავისუფლებდნენ. 1919 წელს „დეილი მაილში“ მიცემულ ინტერვიუში,ავსტრიელმა გენერალმა მარკ გოფმანმა განაცხადა „მართლაც უკრაინა ეს ჩემი შექმნილია და არა შეგნებული ნება რუსი ხალხისა,მე შევქმენი უკრაინა იმისთვის რომ ,მქონოდა საშუალება ზავის დადების თუნდაც რუსეთის გარკვეულ ნაწილთან“.მკვლევარების მონაცემებით ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 3.1-4.5 მილიონი რუსინი რომლებიც დროთა განმავლობაში იძულებული იყვნენ მიეღოთ უკრაინული ინდენტიფიკაცია ან მოეხდინათ ემიგრირება აღმოსავლეთ რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ამერიკელი კონგრესმენის მ.მაკკორმიკის მონაცემებზე დაყრდნობით,პატიმრებს რეგულარულად ცემდნენ და აწამებდნენ,მათ უმეტესობას არ გააჩნდათ საწოლი და ეძინათ მიწაზე.სიკვდილით დასჯა თითქმის ჩეულებრივ მოვლენათ იყო ქცეული.ბანაკი ლიკვიდირებული იქნა 1917 წლის მაისში კარლ პირველის ბრძანებით.

  • „ჰაბსბურგების სამხედრო დანაშაული“,გამომცემელი პეტერ ს.ჰარდი აშშ 1964 წელი.
  • „ტერაზინი და ტალერგოფი“ გამომცემელი სამელო რ.ნ. ნიუ-იორკი 1966 წელი.
  • „პირველი მსოფლიო ომი და ტალერგოფი“ გამომცემელი პაშნევი ნ.მ.
  • „ტერაზინი და ტალერგოფი დავიწყებული გენოციდი„ სულიაკი ს.ნ.
  • Бузина, Олесь. Концлагерь для неправильных галичан
  • Ярослав Шимов Габсбургское наследие Западной Украины
  • Terrorism in Bohemia.; Medill McCormick Gets Details of Austrian Cruelty There». New York Times