შინაარსზე გადასვლა

ტაგანროგის წმინდა მიტროფანეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის წმინდა მიტროფანეს ეკლესია

წმ. მიტროფანეს ეკლესია. 1930-იანი წლების ფოტო

ტაგანროგის წმინდა მიტროფანეს ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის წმინდა მიტროფანეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ა. მაკედონსკი
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1864-1866

ტაგანროგის წმინდა მიტროფანეს ეკლესია (რუს. Церковь во имя Святого Митрофания) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ეკლესია დაანგრიეს 1936 წელს. ამჟამად მის ადგილზე აგებულია დახურული ბაზარი-პავილიონი „Молоко“.

ქალაქ ტაგანროგის მოსახლეობის ზრდასთან დაკავშირებით საჭირო გახდა ახალი ეკლესიის აშენება. ამაზე ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, რომელიც აგრძელებდა ალექსანდროვის ქუჩისა და ეკლესიის შესახვევის გადაკვეთაზე ეკლესიის მშენებლობას. ტაგანროგის მცხოვრებლებმა მიმართეს ქალაქისთავ ო. ფრანკს ეკლესიის მშენებლობისათვის ადგილის გამოყოფის მიზნით. მოსახლეობა ითხოვდა ამ ქუჩების გადაკვეთაზე უფლის ფერისცვალების ეკლესიის მშენებლობას, რომლის ერთი საკურთხეველიც წმინდა მიტროფანეს სახელზე იქნებოდა ნაკურთხი.

ტაგანროგის საერთო ხედი. XX საუკუნის საფოსტო ბარათი

ეკლესიის მშენებლობისათვის ქალაქისთავ ბარონ ფრანკისაგან თანხმობა მიიღეს[1]. მის ასაშენებლად გამოიყო ადგილი მიტროფანოვისა და კამპენგჰაუზენის შესახვევის გადაკვეთაზე. ტაძრის ორი გეგმისაგან შეარჩიეს ვორონეჟელი არქიტექტორის ა. მაკედონსკის პროექტი. პროექტი მისმა უმაღლესობამ დაამტკიცა 1863 წლის 20 ივნისს ცარსკოე-სელოში.

წმინდა მიტროფანეს ეკლესია. დასავლეთი ფასადი. ეკლესია დანგრევის პროცესში. 1930-იანი წლების ფოტო

დაწყებული მშენებლობა შეჩერდა, რადგან კარლ ლიბნეხტისა და კომკავშირის შესახვევის გადაკვეთაზე მდებარე ადგილი არასაკმარისი აღმოჩნდა მონუმენტალური შენობისათვის, რადგან გარშემო აგებული იყო სხვადასხვა ტიპის შენობები. სამშენებლო სამუშაოებს არაერთხელ შეუშალა ხელი სამშენებლო პრობლემებმა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება ეკლესია დაეშალათ, შეედგინათ ახალი პროექტი და აეშენებინათ ახალ ადგილზე, კერძოდ, ამჟამინდელი ჩეხოვის ქუჩისა და წითელი შესახვევის გადაკვეთაზე. თუმცა აღნიშნულ ადგილზეც შეაჩერეს მშენებლობა. ახალი ქალაქისთავის მ. ლავროვის წინადადებით კვლავ ეკლესიის დაშლის და ხელახლა აშენების გადაწყვეტილება მიიღეს.

წმინდა მიტროფანეს ეკლესია ალექსანდროვის მოედანზე. გეგმა. 1867 წ.

1864 წელს აკურთხეს წმინდა მიტროფანეს სახელობის ეკლესიის ასაშენებელი ახალი, მესამე ადგილი ალექსანდროვსკის მოედანზე. მშენებლობით დაკავდნენ არქიტექტორები ფირსოვი, ტრუსოვი, პეტროვი და ლასკინი. ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1866 წელს. 1867 წელს ეკლესია აკურთხეს. ახალი ეკლესია ააგეს ბიზანტიურ სტილში. როგორც ეკლესიის გეგმიდან ჩანს ეკლესია იყო ხუთგუმბათიანი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია, აღმოსავლეთის მხარეს მდებარე სამი აფსიდით, ასევე ჰქონდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები უფლის ფერისცვალებისა და ალექსანდრე ნეველის სახელზე.

1890-იან წლებში ეკლესია გააფართოეს. წმინდა მიტროფანეს ეკლესიის დასავლეთი ფასადი მოიცავს უამრავ დეკორაციულ დეტალს. მათ შორის რელიეფურ ჯვრებს, ბორდიურებს, თაღოვან ფანჯრებს განსხვავებული თამასებით. XIII-XIV საუკუნის ბიზანტიის არქიტექტურა შთამბეჭდავია გუმბათებით და თაღების გაფორმებით. ტაძრის არქიტექტურა ბიზანტიურთან ერთად გაფორმებულია ტრადიციული რუსული, ხუთგუმბათიანი არქიტექტურული ელემენტებით. ეს არის გვიანდელი ეკლექტიზმის ელემენტების ტენდენციებს გამოვლინება.

1892 წელს რუსეთის იმპერიის დუმამ ეკლესიის სამრეკლოს მშენებლობისათვის ალექსანდროვსკის მოედანზე გამოყო 27 კვადრატული საჟენი მიწა. სამრეკლო მალევე ააშენეს. ეკლესიის პირველი მამასახლისი იყო ი. შჩერბაკოვი, ხოლო პირველი მღვდელი (1875 წლამდე) მამა პ. დმიტრიევსკი.

1922 წელს ეკლესიიდან გაიტაცეს ოქროსა და ვერცხლის ფასეულობები, ხატები. 1933 წელს საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკლესია დახურეს და მასში გახსნეს „უსინათლოთა შრომის“ არტელი. 1935 წელს დაიწყეს მისი დაშლა, საბოლოოდ 1936 წელს დაანგრიეს. მის ადგილზე კი ააშენეს ვახურული ბაზარი-პავილიონი „Молоко“.

  • Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. История таганрогских церквей и захоронений христианского кладбища. — Таганрог: 1999. — 282 с. — ISBN 5-87612-016-2.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Митрофаниевская церковь. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-08. ციტირების თარიღი: 2017-10-30.