შინაარსზე გადასვლა

სუმატრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუმატრა

სუმატრა (ინდონეზ. Sumatra, მალაიზ. Sumatera) — მალაის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული. ფართობი: 435 ათასი კმ². სიდიდით მსოფლიოს მე-6 კუნძულია.

პირველი სახელმწიფო კუძულზე არსებობდა ჯერ კიდევ II საუკუნეში. VII საუკუნეში კუნძული თითქმის მთლიანად ეკავა სახელმწიფო შრივიჯაიას. XIII-XVI საუკუნეებში სუმატრა შედის მაჯაპახიდის იმპერიის შემადგენლობაში, XVII-დან XX საუკუნის ჩათვლით კი იყო ოკუპირებული ნიდერლანდების მიერ. 1945 წლის 17 აგვისტოდან ინდონეზია ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო, კუნძული სუმატრა კი მის შემადგენლობაში შედის.

კუნძულზე შენარჩუნებულია ბუდისტური სალოცავი „ბიარო“, რომელიც XI—XIV სს აშენდა.

სუმატრის მოსახლეობა დაახლოებით 45 მილიონი ადამიანია (2005) და ის მოსახლეობის რაოდენობით მე-4 კუნძულია მსოფლიოში. ძირითადი ქალაქებია: მედანი, პალემბანგი, პატანგი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 96 ად/კმ². სუმატრის მოსახლეობის 90 % ისლამის მიმდევარია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]