სულხან-საბას მწვერვალი
თემა
სულხან-საბას მწვერვალი | |
---|---|
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3500 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კირქვა |
სულხან-საბას მწვერვალი — მწვერვალი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ზესხოს (ცხენისწყლის ერთ-ერთი შემდგენელი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3500 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. 1938 წელს მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და ეს სახელი დაარქვა სულხან-საბა ორბელიანის პატივსაცემად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 603.