სულხან-საბას მწვერვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სულხან-საბას მწვერვალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3500 
ქედი სვანეთის კავკასიონი

სულხან-საბას მწვერვალი — მწვერვალი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ზესხოს (ცხენისწალის ერთ-ერთი შემდგენელი) სათავეში. სიმაღლე 3500 . აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. 1938 წელს მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და ეს სახელი დაარქვა სულხან-საბა ორბელიანის პატივსაცემად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]