შინაარსზე გადასვლა

სულაკის კანიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სულაკის კანიონი (რუს. Сулакский каньон) — მდინარე სულაკის ხეობის ღრმა მონაკვეთი. მდებარეობს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში.[1] კავკასიის უღრმესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კანიონი.[2] მოქცეულია გიმრისა და სალათაუს ქედებს შორის. სიგრძე 53 კილომეტრი. სიღრმე 1900 მ. სიგანე 3,5 კმ. ქვემო მონაკვეთში, წყალსაცავის სიახლოვეს სიგანე 20-იდან 45 მეტრამდეა. იყოფა სამ მონაკვეთად. პირველი, ანუ მთავარი კანიონი ვრცელდება სამხრეთისკენ და ზომებით საგრძნობლად ჭარბობს დანარჩენ 2 კანიონს. მისი სიგრძეა 20 კმ, სიღრმე (მდინარე სულაკის შესვლისთანავე) 1675 მეტრიდან 1920 მეტრამდე. გამოირჩევა გრანდიოზული პეიზაჟით, ხაზებისა და ფორმების სიმკვეთრით და უდაბური ლანდშაფტით. დამახასიათებელია მოთეთრო, მოვარდისფრო და მოყვითალო კირქვებისგან აგებული შიშველი ფერდობები (I ფენა), მოყვითალო-მომწვანო ქვიშაქვები და მერგელები (II ფენა), მოყავისფრო კირქვები (III ფენა). ეს უკანასკნელი ქმნის ვერტიკალურ კედლებს, სადაც იჭრება მდინარე სულაკი. სულაკის კანიონში გაშენებულია ჩირკეის წყალსაცავი. კანიონი სხვადასხვა დროს გამოკვლეულია ნიკოლოზ ანდრუსოვისა (1861–1924) და ბორის დობრინინის (1885-1951) მიერ.

  • Щукин И. С., Очерки геоморфологии Кавказа, ч. 1, М., 1926.