ტომისლავ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომისლავ I
Tomislav I

მეფე ტომისლავის ძეგლი ზაგრებში.
ხორვატიის მე-4 მთავარი
მმართ. დასაწყისი: 910
მმართ. დასასრული: 925
წინამორბედი: მუნციმირი
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
ხორვატიის სამეფოს 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: 925
მმართ. დასასრული: 928
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ტრპიმირ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 928
დინასტია: ტრპიმიროვიჩები
მამა: მუნციმირი
რელიგია: ქრისტიანობა

ტომისლავ I (ხორ. Tomislav I; დ. უცნობია — გ. 928) — ხორვატიის მმართველი ტრპიმიროვიჩების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა 910-928 წწ. 910—925 წლებში ატარებდა ხორვატიის მთავრის ტიტულს, ხოლო 925 წლიდან გახდა ქვეყნის პირველი მეფე.

თავის სამეფოს დაუქვემდებარა დალმაცია და პანონია. ძლიერ გააფართოვა თავისი ქვეყნის საზღვრები. მისი მმართველობა ვრცელდებოდა ადრიატიკიდან დრავამდე და ისტრიიდან დრინამდე. ტომისლავმა ხორვატიის სამეფო ბალკანეთში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოდ აქცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]