სტივენ ალენ ბენსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტივენ ალენ ბენსონი
სტივენ ალენ ბენსონი
ლიბერიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 იანვარი, 1856 – 4 იანვარი, 1864
წინამორბედიჯოზეფ ჯენკინს რობერტსი
მემკვიდრედანიელ ბეშიელ უორნერი

ლიბერიის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი, 1854 – 7 იანვარი, 1856
პრეზიდენტიჯოზეფ ჯენკინს რობერტსი
წინამორბედიენტონი უილიამსი
მემკვიდრებევერლი იტესი

დაბადებული21 მაისი, 1816
ქემბრიჯი, მერილენდი, აშშ
გარდაცვლილი24 იანვარი, 1865 (48 წლის)
გრანდ-ბასა, ლიბერია
პოლიტიკური პარტიალიბერიის რესპუბლიკური პარტია

სტივენ ალენ ბენსონი (ინგლ. Stephen Allen Benson; დ. 21 მაისი 1816, მერილენდი, აშშ — გ. 24 იანვარი 1865, გრანდ-ბასა, ლიბერია) — ლიბერიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის მეორე პრეზიდენტი 1856-1864 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენსონი დაიბადა 1816 წელს მერილენდის შტატში, აშშ. 1822 წელს მისი ოჯახი უკეთესი ცხოვრების ძიების მიზნით გადასახლდა ახლადჩამოყალიბებულ ლიბერიაში. რამდენიმე ხნის შემდეგ ლიბერია ხელში ჩაიგდეს აბორიგენებმა და რამდენიმე თვე სტივენ ბენსონი ტყვედ ჰყავდათ აყვანილი.

1835 წელს სტივენ ბენსონმა მუშაობა დაიწყო მილიციაში, ხოლო უკვე 1842 წელს კოლონიური კონსულია. 1847 წელს, ლიბერიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი მოსამართლე გახდა.

საპრეზიდენტო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1853 წელს ბენსონი გახდა ჯოზეფ ჯენკინს რობერტსის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1856 წელს მისგან მიიღო პრეზიდენტის თანამდებობა. 1857 წელს მან მოახდინა მერილენდის რესპუბლიკის ანექსია.

1862 წელს, მისი პრეზიდენტობისას, ლიბერია დამოუკიდებელ ქვეყანად სცნო აშშ-მა. ამავე წელს სტივენ ალენ ბენსონი ესტუმრა ევროპას. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ბენსონმა იცოდა ადგილობრივი ტომების ენა და შეეძლო მათთან თანამშრომლობის დამყარება.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ იგი დაუბრუნდა თავის პლანტაციას გრანდ-ბასის საგრაფოში, სადაც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]