რობერტ III (შოტლანდია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ III
ჯონი
შოტლანდია შოტლანდიის მონარქი
მმართ. წლები: 19 აპრილი, 13904 აპრილი, 1406
კორონაცია: 14 აგვისტო, 1390
წინამორბედი: რობერტ II
მემკვიდრე: ჯეიმზ I

რობერტ III (დ. 1337/13404 აპრილი, 1406); დაბადების სახელი ჯონ სტიუარტიშოტლანდიის მეფე 1390 წლიდან მის გარდაცვალებამდე. მას პირველ რიგში იცნობდნენ, როგორც კარიკის ერლის ერლის სახელით, სანამ ავიდოდა შოტლანდიის ტახტზე სავარაუდოდ 50-53 წლის ასაკში. იგი იყო რობერტ II-ისა და ელიზაბეტ მურის უფროსი ვაჟი, რაც 1347 წელს მშობლების ქორწინებით დაკანონდა.

ჯონი მამამისს და სხვებს შეუერთდა 1363 წლის დასაწყისში, მისი ბიძის დეივიდ II-ის წინააღმდეგ აჯანყებაში, მაგრამ მალევე მასთან გაგზავნეს. იგი 1367 წლისთვის იყო დაქორწინებული ანაბელა დრუმონდზე და ათოლის საგრაფოს ფლობდა. 1368 წელს დევიდმა მას იგი კერიკის ერლის წოდება უბოძა. მისი მამა გახდა მეფე 1371 წელს უმემკვიდრო მეფე დევიდის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ. მომდევნო წლებში კერიკის საგრაფო საკმაოდ გავლენიანი იყო სამეფოს მმართველობაში, მაგრამ თანდათანობით უფრო მოუთმენელი გახდა დღეგრძელი მამის გრძელვადიანი მმართველობის დროს. 1384 წელს კერიკი დაინიშნა მეფის ლეიტენანტად, მას შემდეგ, რაც გავლენა მოახდინა გენერალურ საბჭოზე, რათა რობერტ II პირდაპირი მმართველობიდან მოეხსნათ. მისმა ადმინისტრაციამ დაინახა ინგლისთან კონფლიქტის განახლება. 1388 წელს შოტლანდიელებმა დაამარცხეს ინგლისელები ოტერბერნის ბრძოლაში, სადაც მოკლული იქნა შოტლანდიელთა მეთაური ჯეიმზი, დუგლასის ერლი. ამ დროისთვის რობერტი დაშავდა ცხენისგან მიყენებული დარტყმებით. მაგნატებმა — დიდგვაროვნებმა მხარი დაუჭირეს დუგლასის უმცროს ძმას, რობერტს, ფაიფის გრაფს, რომელსაც საბჭომ გადასცა ლეიტენანტის ტიტული 1388 წლის დეკემბერში.

1390 წელს რობერტ II გარდაიცვალა და კერიკი ავიდა ტახტზე, როგორც რობერტ III, თუმცა მმართველობის ოფიციალური უფლებამოსილების გარეშე. ფაიფი აგრძელებდა ლეიტენანტის პოსტზე ყოფნას 1393 წლის თებერვლამდე, როდესაც ძალაუფლება დაუბრუნდა მეფეს, თავის შვილ დევიდთან ერთად. 1399 წელს გამართულ კრებაზე, დევიდი, იმ დროს როტესეის ჰერცოგი, გახდა ახალი ლეიტენანტი სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც დომინირებდა ფაიფი, ახლა უკვე ალბენის ჰერცოგი. ამის შემდეგ, რობერტ III დასავლეთში გაემგზავრა თავის მიწებზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო საქმეებში მცირე მონაწილეობას იღებდა (ან საერთოდ არ იღებდა გადაწყვეტილებებს). იგი უძლური აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც 1401 წელს წამოიჭრა დავა ალბენისა და როტესეის შორის და საჭირო გახდა მეფის ჩარევა. ამ მოვლენას მოჰყვა როტესეის ჰერცოგის პატიმრობა და სიკვდილი 1402 წლის მარტში. გენერალურმა საბჭომ განთავისუფლა ალბენი ბრალდებიდან. ამის შემდეგ ალბანის სტიუარტის მონარქიის ერთადერთი პრობლემა იყო მეფის ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი, ჯეიმზი კერიკის ერლი. 1406 წელს ალბენის დუგლასის მოკავშირეებთან შეტაკების შემდეგ, 11 წლის ჯეიმზმა სცადა გაქცევა საფრანგეთში. საფრანგეთში მიმავალი გემი გააჩერეს და ჯეიმზი გახდა ინგლისელი ჰენრი IV-ის პატიმარი. რობერტ III გარდაიცვალა მალევე, როდესაც შეიტყო თავისი მემკვიდრის პატიმრობის შესახებ.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ სტიუარტი დაიბადა ძვ.წ.333/40 წლებში, რობერტის — შოტლანდიის სტიუარდის და ტახტის მემკვიდრის და ელიზაბეტ მურის ოჯახში.[1] რობერტის დედა მარჯორი და მისი ნახევარძმა, დევიდ II, პირველი ბრიუს მეფის, რობერტ I-ის შვილები იყვნენ.[2] ჯონის, მისი სამი ძმის და ექვსი დის ლეგიტიმაცია მოხდა მისი მშობლების ქორწინების შემდეგ, 1347 წლის 22 ნოემბერს, პაპ კლემენტ VI-ის მიერ.[3] ჯონი პირველად წყაროებში მოიხსენიება 1350-იან წლებში, როგორც ანანდალში ლაშქრობის მეთაური. ეს ლაშქრობა ჩატარდა იმისთვის, რათა აღდგენილიყო შოტლანდიის კონტროლი ინგლისის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.[4] 1363 წელს იგი შეუერთდა მამამისს და დუგლასის ერლს და მათთან ერთად გაემართა წარუმატებელ აჯანყებაში რობერტის ბიძის, დევიდ II-ის წინააღმდეგ. აჯანყების მიზეზები ყველა წყაროში სხვადასხვაა. 1362 წელს, დევიდ II-მ მხარი დაუჭირა მის სამეფო რჩეულს რამდენიმე ტიტულის მოსაპოვებლად.[5][6][7]

ჯონ სტიუარტი, კარიკის ერლი

მეფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1390 წლის მაისში პარლამენტმა ჯონს უფლება მისცა შეეცვალა თავისი მონარქის სახელის რობერტად, სავარაუდოდ ნაწილობრივ რობერტ I–თან საგვარეულო კავშირის შესანარჩუნებლად, მაგრამ ასევე, იმიტომ, რომ სურდა გაემიჯნა საკუთარი თავი მეფე ჯონ ბალოლისგან.[8] რობერტ III-ის მეფედ კურთხევის ოთხთვიანი შეფერხება შეიძლება ჩაითვალოს იმ პერიოდად, როდესაც ფაიფი და მისი ნათესაობა ცდილობდა თავიანთი მომავალი პოზიციების უზრუნველყოფას. ამის ერთ-ერთ მიზეზი ასევე იყო ის, რომ ელგისის ეკლესიაზე მოხდა თავდასხმა, რაც სავარაუდოდ იყო ფაიფის ლეიტენანტად ხელახალი დანიშვნის გაპროტესტების აქტი.[9]

ფოლკლენდის სასახლე აშენდა ფოლკლენდის ციხესიმაგრის მახლობლად

ოჯახის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე რობერტ III-მ ცოლად მოიყვანა ანაბელა დრუმონდი, სტობჰოლის სერ ჯონ დრუმონდონის და მერი უილიამ მონტიფიქსის ასული. მათ ერთად შვიდი შვილი ეყოლათ.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ III-ის საფლავი

თავისი მეორე ვაჟის, ახალგაზრდა პრინც იაკობის გარაცვალების შიშით, რობერტ III-მ გადაწყვიტა მისი გაგზავნა საფრანგეთში სასწავლებლად. მაგრამ გემი, რომელზეც პრინც ჯეიმზი გემი იმყოფებოდა, 1406 წლის 14 მარტს ინგლისელმა მეკობრეებმა გაიტაცეს, რის შედეგადაც შოტლანდიის ტახტის მემკვიდრე ინგლისში შეიპყრეს. ამის გაგების შემდეგ, რობერტ III-მ გულის შეტევა განიცადა და 1406 წლის 4 აპრილს მეფე გარდაიცვალა. თანამედროვეთა (ბოუერი, შოტქრონიკონი) თანახმად, რობერტ III-მ ერთხელ მოისურვა, რომ მას ასეთი ეპიტაფია ჰქონოდა თავის საფლავზე: „აქ წევს მეფეთა შორის ყველაზე უარესი და ყველაზე საშინელი ადამიანი მთელ სამეფოში.“

ისტორიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემატიანე უოლტერ ბოუერი იტყობინება, რომ რობერტ III საკუთარ თავს უწოდებდა „მეფეთა შორის ყველაზე ცუდს და ყველაზე საშინელ მეფეს“. გორდონ დონალდსონი თავის წიგნში „ზოგადი ისტორია შოტლანდიის მეფეების შესახებ“ (1967), ეთანხმება ბოუერს და წერს პირველი ორი სტიუარდი მეფის შესახებ „რომ ცნობილი დინასტია, რომელსაც უნდა წარმოედგინა უამრავი შესანიშნავი კაცი... ქმნიდა გარკვეულწილად საცალფეხო დასაწყისს“. მაგრამ იგი დაუყოვნებლივ ამატებს ამ განცხადებას: „თუმცა მართალია, რომ წყაროები, როგორც ჩანაწერი, ასევე მოთხრობილი მათ შესახებ, მწირია“. ის უფრო შორს მიდის და განმარტავს, რომ „სავარაუდოდ, ჯერჯერობით არ ყოფილა მცდელობა, რომ თანამედროვე ისტორიული კვლევების რესურსების ანალიზით მიეღოთ რობერტ II-სა და რობერტ III-ის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია... მაგრამ ალბათობის საზღვრებს გარეთ არის, რომ ეს რომც მომხდარიყო, საეჭვოა, რომელიმე მათგანს შორის გამოჩენილიყო ადამიანი, რომელიც გაცილებით დადებითად იმოქმედებდა შოტლანდიის ისტორიის ჩამოყალიბებაში.” [10] როდესაც რობერტ III-მ კვლავ დააწესა თავისი პირადი მმართველობა 1393 წელს, დონალდსონი მას ახასიათებს ამ დროს ანარქიის პერიოდად და მას მოიხსენიებს მეფედ, რომელსაც არ შეეძლო არც თავისი ღვიძლი ძმების და არც საკუთარი შვილის გაკონტროლება.[11]

რანალდ ნიკოლსონი ეთანხმება დონალდსონს მის ნაშრომში: „შოტლანდია: გვიანი შუა საუკუნეები“ (1974) და აღწერს რობერტ III-ს, როგორც წარუმატებლობას, მამამისის მსგავსად, რადგან ის არ იყო დომინანტი. ნიკოლსონის მოსაზრების მიხედვით, მისი ლეიტენანტობის დროს, 1380-იან წლებში, რობერტს (მაშინ ჯონი, კერიკის ერლი) არ შეეძლო კანონის და წესრიგის დარღვევასთან გამკლავება. ამასთან, ნიკოლსონი რიგ-რიგობით იხსენიებს ამის დამადასტურებელ შემთხვევებს. კერიკის მენტალური სისუსტის ერთ-ერთ მიზეზად ცხენის დარტყმას ასახელებს ნიკოლსონი.[12] ნიკოლსონი რობერტ III-ს დაადანაშაულებას ფორესისა და ელგინის განადგურებაში.

მაიკლ ლინჩის აზრით, მეოცე საუკუნის ისტორიკოსებმა ზედმეტად ხისტი განცხადებები გააკეთეს რობერტ III-ის შესახებ, როცა მას ფათეტიკურად სუსტი და უძლური, ხოლო მის მეფობას არაფრის მომტანი უწოდეს. ლინჩის ნაშრომებში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში უკანონობის და არეულობის შემდგომ ქრონიკებში მიღებული პრეტენზიები, ძირითადად, ჩრდილოეთით მცხოვრებ მეფის ძმას, ბადენოხის ლორდსა და ბუხენის ერლს, ალექსანდრეს ეხებოდა. ლინჩის თქმით, რობერტის მეფობის პერიოდში წარმოშობილი უამრავი პრობლემის მიზეზი იყო დაცარიელებული სამეფო ხაზინა და შემოსავლის ნაკლებობა.[13]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოტლანდიის მონარქების სია

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John of Fordun, Scotichronicon, continued by Walter Bower.
  • Nicholson, R. Scotland: the Later Middle Ages, Edinburgh, 1997

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Weir, Britain's Royal Family, p. 228
  2. Weir, Britain's Royal Family, pp. 210–211
  3. Weir, Britain's Royal Family, p. 216–25
  4. Penman, Kings and Queens of Scotland, p. 128
  5. Boardman, Early Stewart Kings, pp. 16–18
  6. Penman, Kings and Queens of Scotland, p. 120
  7. Boardman, Annabella, ODNB
  8. Barrell, Medieval Scotland, p. 146
  9. Boardman, Early Stewart Kings, pp. 173–5
  10. Donaldson, Scottish Kings, p. 38
  11. Donaldson, Scottish Kings, p. 41
  12. Nicholson, Scotland: The Later Middle Ages, p. 199
  13. Lynch, Medieval Scotland, p. 142