პენალტი (ფეხბურთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან რომან რიკელმეს (არგენტინა) 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ პენალტიდან გააქვს გოლი.

პენალტი, იგივე თერთმეტმეტრიანი — სრულდება ფეხბურთში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.[1] ის გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი გუნდის ფეხბურთელი საკუთარ საჯარიმოში არღვევს თამაშის წესებს მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან მიმართებაში ან ხელით ეხება ბურთს. დამრტყმელი ცდილობს მოატყუოს მეკარე და გაიტანოს გოლი კარში, მეკარე კი პირიქით, ცდილობს აიღოს დარტყმული ბურთი. ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთის აცილება მეკარის მიერ მისი აღების ტოლფასია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პენალტის გამომგონებლად ირლანდიელი უილიამ მაკკრამი ითვლება. პენალტის მისეულ იდეას სასიკვდილო სასჯელს უწოდებდნენ (death penalty).

პენალტის დარტყმა ფეხბურთის წესებში 1891 წლიდან მოქმედებს.

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]