მეკიბოე მეჭვავია[1] (ლათ.Dromas ardeola) — ფრინველიმეჭვავიასნაირთარიგისა. ერთადერთი სახეობაა თავის ოჯახში. მისი სხეულის სიგრძეა 40 სმ. შეფერილია შავ-თეთრად. ნისკარტი სწორი, გვერდებიდან შეკუმშულია. ფეხები — გრძელი. კარგად დარბიან, შეუძლიათ ცურვა. ბინადრობენ ინდოეთის ოკეანის დასავლეთ და ჩრდილოეთი ნაწილისა და წითელი ზღვის სანაპიროებსა და კუნძულებზე. ცხოვრობენ გუნდებად, ბუდობენ კოლონიებად. ღრმა საბუდარ სოროში დედალი 1 დიდი ზომის კვერცხს დებს. იკვებება ზღვის უხერხემლოებით, უმთავრესად კიბოებით.