მეკიბოე მეჭვავია
იერსახე
მეკიბოე მეჭვავია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Dromas ardeola (Paykull, 1805) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22694081 | |||||||||||||||
|
მეკიბოე მეჭვავია[1] (ლათ. Dromas ardeola) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ერთადერთი სახეობაა თავის ოჯახში. მისი სხეულის სიგრძეა 40 სმ. შეფერილია შავ-თეთრად. ნისკარტი სწორი, გვერდებიდან შეკუმშულია. ფეხები — გრძელი. კარგად დარბიან, შეუძლიათ ცურვა. ბინადრობენ ინდოეთის ოკეანის დასავლეთ და ჩრდილოეთი ნაწილისა და წითელი ზღვის სანაპიროებსა და კუნძულებზე. ცხოვრობენ გუნდებად, ბუდობენ კოლონიებად. ღრმა საბუდარ სოროში დედალი 1 დიდი ზომის კვერცხს დებს. იკვებება ზღვის უხერხემლოებით, უმთავრესად კიბოებით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეკიბოე მეჭვავია — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ crab plover — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.