მალხაზ მახარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახარაძე.
მალხაზ მახარაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მალხაზ მახარაძე
დაბადების
თარიღი
2 მარტი, 1953 (1953-03-02) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი / ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კარიერა დაასრულა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1982–1986 დინამო თბილისი 106 (7)
1987 გურია ლანჩხუთი 18 (0)
1988–1989 დინამო ბათუმი 51 (0)
1990–1993 ბათუმი 106 (13)
1994–1999 დინამო ბათუმი 222 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მალხაზ (მახო) მახარაძე (დ. 2 მარტი, 1963, ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ყოფილი ფეხბურთელი. თამაშობდა როგორც მცველის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა მშობლიური ქალაქის, ბათუმის „დინამოში“. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1986).

მისი შვილები, კახა და ბორისი ფეხბურთელები არიან.

კარიერა დაიწყო 1982 წელს, „დინამო თბილისში“. თბილისურ კლუბში გატარებული 4 წლის შემდეგ გადავიდა ლანჩხუთის „გურიაში“. 1988 წელს ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა, რომელთან ერთადაც 2 წელი ითამაშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. 1990 წლიდან ბათუმის „დინამო“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა. 1999 წელს ამავე კლუბში დაასრულა კარიერა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]