მალხაზ მახარაძე
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | მალხაზ მახარაძე | ||
| დაბადების თარიღი | 2 მარტი, 1963 | ||
| დაბადების ადგილი | ბათუმი, საქართველოს სსრ | ||
| გარდაცვალების თარიღი | 20 ნოემბერი, 2024 (61 წლის) | ||
| სიმაღლე | 180 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია |
მცველი, ნახევარმცველი | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 1982–1986 | დინამო თბილისი | 106 | (7) |
| 1987 | გურია ლანჩხუთი | 18 | (0) |
| 1988–1989 | დინამო ბათუმი | 51 | (0) |
| 1990–1993 | ბათუმი | 106 | (13) |
| 1994–1999 | დინამო ბათუმი | 222 | (3) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
მალხაზ (მახო) მახარაძე (დ. 2 მარტი, 1963, ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 20 ნოემბერი, 2024) — ქართველი ფეხბურთელი. თამაშობდა როგორც მცველის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა მშობლიური ქალაქის, ბათუმის „დინამოში“. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1986).
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა დაიწყო 1982 წელს თბილისის „დინამოში“, რომლის სათადარიგო შემადგენლობაში 19 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო. რაც შეეხება გუნდის ძირითად შემადგენლობას, პირველად 1984 წლის 20 ივლისს, საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე, როდესაც 88-ე წუთზე ვაჟა ჟვანია შეცვალა. მატჩი, რომელშიც თბილისელები სტუმრად მინსკის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ, ფრედ 1–1 დამთავრდა.[1]
თავისი ბოლო შეხვედრა თბილისის „დინამოს“ რიგებში 1986 წლის 21 ნოემბერს დნეპროპეტროვსკის „დნეპრის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ეს იყო საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის შეხვედრა, რომელიც დნეპროპეტროვსკის „მეტეორის“ სტადიონზე გაიმართა და თბილისის დინამოელთა გამარჯვებით 3–2 დამთავრდა.[2]
თბილისურ კლუბში გატარებული 4 წლის შემდეგ გადავიდა ლანჩხუთის „გურიაში“. 1988 წელს ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა, რომელთან ერთადაც 2 წელი ითამაშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში.
1990 წლიდან ბათუმის „დინამო“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა. 1999 წელს ამავე კლუბში დაასრულა კარიერა. გარდაიცვალა 2024 წლის 20 ნოემბერს.[3]
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს თასის მფლობელი: 1997–98
- საქართველოს თასის ფინალისტი: 1992–93, 1994–95, 1994–95, 1995–96, 1996–97
- საქართველოს სუპერთასის ფინალისტი: 1996
- საქართველოს ვიცე-ჩემპიონი: 1997–98
- საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1996–97
ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბზიკაძე, ვახტანგ, მიჰყვნენ ბლატერის მცნებასა // „სარბიელი“, 30 ივლისი, 1996, № 73 (298), გვ. 5.
- მამულაშვილი, მერაბ, საქართველოს თასის VII გათამაშება // „სარბიელი“, 27 მაისი, 1997, № 60 (425), გვ. 2.
- საქართველოს თასის მეცხრე ფინალამდე // „სარბიელი“, 26 მაისი, 1999, № 96 (869), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| თემატური საიტები |
|---|
| dinamo-tbilisi.ru · FootballDatabase.eu · footballfacts.ru · Transfermarkt |
| მედია |
|---|
| 1tv.ge · Lelo.ge დაარქივებული 2025-01-26 საიტზე Wayback Machine. |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ «Динамо» Минск 1–1 «Динамо» Тбилиси / Чемпионат СССР 1984. Высшая лига
- ↑ «Днепр» Днепропетровск 2–3 «Динамо» Тб. / Чемпионат СССР 1986. Высшая лига
- ↑ ბათუმის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტანი მალხაზ მახარაძე გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-01-26. ციტირების თარიღი: 2024-11-21
- დაბადებული 2 მარტი
- დაბადებული 1963
- გარდაცვლილი 20 ნოემბერი
- გარდაცვლილი 2024
- მახარაძეები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები
- ბათუმის დინამოს ფეხბურთელები