ვიტვატერსრანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტვატერსრანდი
კოორდინატები: 26°12′13″ ს. გ. 28°02′34″ ა. გ. / 26.20361° ს. გ. 28.04278° ა. გ. / -26.20361; 28.04278
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ტერიტორიული ერთეული ჩრდილო-დასავლეთი
გაუტენგი
მპუმალანგა
სიმაღლე 1913 
სიგრძე 56 კმ
სიგანე 10 კმ
ვიტვატერსრანდი — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ვიტვატერსრანდი

ვიტვატერსრანდი (ინგლ. Witwatersrand; ადგილობრივად რანდი ან, იშვიათად, რიფი) — ჩრდილოეთისაკენ წაგრძელებული 56 კილომეტრი სიგრძის ესკარპი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. აგებულია მყარი, ეროზიაგამძლე კვარციტული მეტამორფული ქანებით, რომელზედაც ჩრდილოეთური მიმართულების რამდენიმე მდინარე ქმნის ჩანჩქერს, რაც ხსნის სახელწოდება ვიტვატერსრანდს, რომელიც აფრიკაანსზე „თეთრი წყლების ქედს“ ნიშნავს.[1]

აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმული ესკარპის ხილვა შესაძლებელია ერთ მოკლე შუალედში აღმოსავლეთით — ბედფორვიუდან (ტამბოს საერთაშორისო აეროპორტიდან დასავლეთით დაახლოებით 10 კმ) იოჰანესბურგისა და რუდეპურტის გავლით, დასავლეთით — კრიუგერსდორპამდე.[2] ესკარპი ქმნის 7–10 კმ სიგანის პლატოს (ან ქედის) ჩრდილოეთ კიდეს, რომელიც აზევებულია ჰაიველდის მიდამოების ვაკეებიდან დაახლოებით 200 მ-ზე.

იოჰანესბურგის რიგი თვალწარმტაცი გარეუბანი, მათ შორის: ობსერვატორი, ლინკსფილდ-რიჯი და ზემო ჰაფტონი ქედის ფარგლებშია მოქცეული, ხედით — იოჰანესბურგის ჩრდილოეთ ნაწილზე. მთლიანად, სტრუქტურულ პლატოს აგრეთვე ხშირად უწოდებენ ვიტვატერსრანდს. პლატოს სიმაღლე ზღვის დონიდან უდრის 1700–1800 მ-ს.[3]

ვიტვატერსრანდი ცნობილია იმით, რომ მისი წიაღიდან მოპოვებულია 48 000 ტონა ოქრო ან ადამიანის მიერ ოდესმე მოპოვებული ოქროს მთელი მარაგის დაახლოებით 40 %. გარდა ამისა, ვიტვატერსრანდში არის ურანის ბუდობები. ოქროს მოპოვება ამ რაიონში დაიწყო 1880-იანი წლებიდან. მრავალი ძველი შახტი უკვე დაკეტილია, თუმცა ოქროს მოპოვება მიმდინარეობს.[4] ვიტვატერსრანდის მინერალურმა რესურსებმა ისეთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, რომ მის პატივსაცემად სახელი ეწოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ვალუტას — სამხრეთაფრიკულ რანდს.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Truswell, J.F. (1977). The Geological Evolution of South Africa. pp. 21, 27–28, 33–36. Cape Town: Purnell.
  2. Norman, N.; Whitfield, G. (2006) Geological Journeys. pp. 38–49, 60–61. Cape Town: Struik Publishers.
  3. Three Historic Johannesburg Passes | The Heritage Portal
  4. Витватерсранд | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-08. ციტირების თარიღი: 2020-12-30.
  5. The Free Dictionary — Farlex, 2011