დირიჟორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეთჰოვენი დირიჟორობს

დირიჟორიორკესტრის ხელმძღვანელი. იგი დგება შემსრულებელთა პირისპირ და ჯოხით ხელში (ზოგჯერ უჯოხოთაც) განაგებს მთელ ორკესტრს. თანამედროვე მუსიკალური აზრისათვის სავსებით მიუღებელია ორკესტრის მართვის წესი, რომელსაც იცავდნენ XVII-XVIII საუკუნეების საორკესტრო კოლექტივთა ხელმძღვანელები. მაგალითად, იმ დროს ინგლისში დირიჟორები ორკესტრის ხელმძღვანელობისას ცდილობდნენ ფეხის ბრახუნით ან თავის ქნევით, ფრანგი დირიჟორები კი - იატაკზე ჯოხის დარტყმით, ან - ვიოლინოთი ხელში. კერძოდ, მევიოლინე საჭირო ადგილებს დირიჟორობდა ხემით (ამგვარად მევიოლინეები ახლაც დირიჟორობენ კამერულ ორკესტრს, მაგ: ლიანა ისაკაძე) დირიჟორი ორკესტრთან ყოველთვის სახით დგას. დირიჟორზეა დამოკიდებული, თუ რა ტემპში შესრულდება ნაწარმოები. თავის დირიჟორობით განთქმულია დიდი გერმანელი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, რომელმაც თავისი მე-9 სიმფონია აბსოლუტურად ყრუმ შეასრულა. განთქმული ქართველი დირიჟორები არიან: ივანე ფალიაშვილი (ზ. ფალიაშვილის ძმა), ევგენი მიქელაძე, ჯანსუღ კახიძე და სხვები.

განთქმული დირიჟორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]