III დალაი ლამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სონამ გიაცოupright=300პქ
დალაი ლამა
1578-1588
წინამორბედი: გენდუნ გიაცო
მემკვიდრე: იონტენ გიაცო
 
დაბადება: 1543, ტიბეტი
გარდაცვალება: 1588, (44-45 წლის)
მონღოლეთი

სონამ გიაცო (ტიბ. བསོད་ནམས་རྒྱ་མཚོ་; დ. 1543 — გ. 1588) — რიგით მესამე დალაი ლამა 1578-1588 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონამ გიაცო დაიბადა 1543 წელს ლჰასას სიახლოვეს. მისი მშობლებისა და ბავშვობის შესახებ ცნობები ფაქტობრივად არ არსებობს.

აღსანიშნავია, თუ რა ვითარება იყო ამ პერიოდში მონღოლეთში. XIII საუკუნიდან მოყოლებული წესად იყო დანერგილი, რომ მონღოლეთის ტახტის დაკავება მხოლოდ ჩინგიზ-ყაენის შთამომავალს შეეძლო, თუმცა 1571 წელს ტახტი გაურკვეველი წარმოშობის ალტან ხანმა დაიკავა. ცხადია სამეფო ტახტის უზურპაციას საშინელი რეაქცია მოჰყვა მონღოლებში, რის გამოც ალტან ხანმა გამოსავალი ბუდისტურ რელიგიაში იპოვა. მან სასწრაფოდ მიიღო ბუდიზმი და განაცხადა, რომ ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის, ყუბილაი-ყაენის რეინკარნაცია იყო. იმისათვის, რომ ეს დადასტურებულიყო საჭირო იყო ბუდისტების წინამძღვრის, დალაი ლამას თანხმობა, რომელიც ამ პერიოდში არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, ალტან ხანმა განიზრახა, რომ ახალი დალაი ლამა სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ.

ალტან ხანმა გამოაცხადა, რომ II დალაი ლამას რეინკარნაცია გელუპას მონასტრის ერთ-ერთი ბერი, სონამ გიაცო იყო და ბერებს მისი დალაი ლამად დასმა მოსთხოვა.

უარის შემდეგ, განრისხებული ხანის არმია 1573 წელს შეიჭრა ტიბეტში და რამდენიმე ბერი დაატყვევა, თავად სონამ გიაცო კი ალტანმა თავისთან დაიბარა. მან მას თვითნებურად მიანიჭა მესამე დალაი ლამას წოდება, თუმცა ეს დე ფაქტო იყო, რადგან ტიბეტელ ბერებს დასტური არ გაუციათ.

მატიანეს მიხედვით ალტან ხანი და სონამ გიაცო ერთმანეთს კოკონორის ტბასთან შეხვდნენ. ამის შემდეგ ხანმა დააარსა პირველი ბუდისტური მონასტერი მონღოლეთში და დაიწყო ტიბეტური ტექსტების მონღოლურად თარგმნა. ხანის ბრძანებით, შემდეგ წლებში ათი ათასობით მონღოლი მოექცა ბუდიზმზე და ბერადაც აღიკვეცა.

საბოლოოდ, 1578 წელს ტიბეტელი ბერები დაჰყვნენ ალტანის ნებას და სონამ გიაცო ოფიციალურად გამოაცხადეს III დალაი ლამად. ამის შემდეგ იგი აქტიურად მუშაობდა მონღოლეთის ბუდიზმზე მოქცევაზე, სადაც ჯერ კიდევ წარმართული ჩვევები და მსხვერპლშეწირვა მიმდინარეობდა. ამ მიზნით მან სისხლისღვრა და მსხვერპლშეწირვა მთელ მონღოლეთში სასტიკად აკრძალა.

მესამე დალაი ლამამ განაცხადა, რომ დალაი ლამას სულიც ციკლი არ შემწყდარა და რომ იგი პირველი დალაი ლამას, გენდუნ დრუპის რეინკარნაცია იყო, ხოლო ალტანი ნამდვილად ყუბილაის რეინკარნაცია იყო.

1582 წელს ალტან ხანი გარდაიცვალა, თუმცა ქვეყანაში ბუდიზმის გავრცელებას მხარს დიდად უჭერდა მისი ვაჟიც. ახალი ხანის გამეფების აღსანიშნავად დალაი ლამა ჩავიდა მონღოლეთში, გზად კი კუმბუმის მონასტერი დააარსა, რომელიც რომელიც დიდი მეცნიერისა და რეფორმატორის, ჯე ცონხაპას დაბადების ადგილას მდებარეობს.

1585 წელს, III დალაი ლამა კვლავ დაბრუნდა მონღოლეთში და ბუდიზმზე მოაქცია წარმართი მონღოლი მთავრები და მათი ოჯახები. 1588 წელს იგი მონღოლეთში კვლავ მიიწვიეს, იმპერატორ მინგის სანახავად, თუმცა გზად საშინლად დაავადდა და 44-45 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც. IV დალაი ლამად არჩეულ იქნა ალტან ხანის შვილიშვილი, იონტენ გიაცო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mullin, Glenn H. (2001). The Fourteen Dalai Lamas: A Sacred Legacy of Reincarnation, pp. 129–163. Clear Light Publishers. Santa Fe, New Mexico. ISBN 1-57416-092-3.
  • Andrei A. Znamenski (2003). Shamanism: Critical Concepts in Sociology. Psychology Press. pp. 246–. ISBN 978-0-415-31192-2.
  • Norbu, Thubten Jigme and Turnbull, Colin M. (1968). Tibet: An account of the history, religion and the people of Tibet, p. 218. Touchstone Books, New York. ISBN 0-671-20099-2 (hbk); ISBN 0-671-20559-5 (pbk).
  • Stein, R. A. (1972). Tibetan Civilization, p. 81. Stanford University Press, Stanford California. ISBN 0-8047-0806-1 (cloth); ISBN 0-8047-0901-7 (paper).
  • Mullin, Glenn H. (2001). The Fourteen Dalai Lamas: A Sacred Legacy of Reincarnation, pp. 143–145. Clear Light Publishers, Santa Fe, New Mexico. ISBN 1-57416-092-3.
  • Goldstein, Mervyn C. The Snow Lion and the Dragon: China, Tibet, and the Dalai Lama, p. 8. (1997). University of California Press. ISBN 0-520-21254-1.
  • Kapstein, Matthew K. The Tibetans, p. 133. (2006). Blackwell Publishing
  • Bryant, Barry (2003) [1992]. Wheel of Time Sand Mandala: Visual Scripture of Tibetan Buddhism (2nd ed.). Ithaca, NY: Snow Lion Publications. pp. 95, 96. ISBN 1559391871.
  • Norbu, Thubten Jigme and Turnbull, Colin M. (1968). Tibet: An account of the history, religion and the people of Tibet, p. 220. Touchstone Books, New York. ISBN 0-671-20099-2 (hbk); ISBN 0-671-20559-5 (pbk).
  • Laird (2006), p. 146-147.
  • Norbu, Thubten Jigme and Turnbull, Colin M. (1968). Tibet: An account of the history, the religion and the people of Tibet. Reprint: Touchstone Books. New York. ISBN 0-671-20559-5, p. 321.