თარგის განხილვა:დალაი ლამები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჩემი აზრით, როდესაც პიროვნება ცნობილია I დალაი-ლამას სახელით თარგშიც ეს სახელი უნდა გამოჩნდეს და არა მისი საერო სახელი. ეს იგივეა ილია II-ის მაგივრად თარგში ჩავწეროთ ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი. მომხმარებლისთვის ჩემი აზრით ასე უფრო მარტივი გასაგებია. --Wiki - ჯაბა 08:48, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

დალაი-ლამები იწერება დეფისით — ქსე, ტ. 3, გვ. 348, თბ. 1978. და მეორე ისმის კითხვა I დალაი-ლამა თუ დალაი-ლამა I? ილია II თუ II ილია ? დალაი-ლამა-ში — ცხრილის მიმართ არავითარი შენიშვნა არ გამოგითქვამს. --ცანგალა 08:54, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

მთელი განხილვები გადაავსე მაგის ძახილით და შესაბამისი წყაროებიც მოიყვანე და რა ღა საჭიროა კიდევ ერთი ზედმეტი კომენტარი ჩემი მხრიდან. შენ ეგ პრობლემა დაინახე და დაწერე, მერე მე ეს პრობლემა დავინახე და დავწერე. ორივეს ნახავს ავტორი და გამოასწორებს. --Wiki - ჯაბა 08:59, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების მიმართ პრიზის მსურველს პასუხისმგებლობაც უნდა ჰქონდეს მეტიც — ეს უნდა ახსოვდეს მომხმარებელს. ღრმა პატივისცემით --ცანგალა 09:33, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

ჩემს დასმულ საკითხს სცდები. ან მიპასუხე რაც დავწერე ან ნურაფერს დაწერ. --Wiki - ჯაბა 11:27, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

მეც დაგისვის შეკითხვა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ისე სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე პასუხი რომელ შეკითხვაზე უნდა გამეცა. ღრმა პატივისცემით --ცანგალა 11:34, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

თუ პასუხი რაზე უნდა გაგეცა ვერ გაიგე აბა შენი ამ განხილვაში შემოსვლის აზრი რა არის? @Rezo1515: შემოიხედე. შენი აზრი უფრო საინტესოა. --Wiki - ჯაბა 11:42, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

გეთანხმები, ავტორმა უნდა იაქტიუროს, რომელიც საპრიზო ადგილისთვის იბრძვის და არა შენ. ღრმა პატივისცემით --ცანგალა 11:45, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

ეს არის თარგი და არა სტატია. თარგი კონკურსში არ მონაწილეობს. წესების მხოლოდ იმ ნაწილს ნუ ეცნობი რაც გაწყობს. თუ ვინმეს ამ განხილვაში არ უნდა ეაქტიურა ეს შენ ხარ. მე შენთან ამ განხილვაში საუბარი დავასრულე. --Wiki - ჯაბა 11:51, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

გეთანხმები, ეს არის თარგი და არა სტატია. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სტატიების ავტორმა თარგი სხვა დასათაურებით შექმნა. მეც დავასრულე. ღრმა პატივისცემით --ცანგალა 12:36, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

@Jaba1977:, @Zangala: მოგესალმებით კოლეგებო. უკაცრავად, საპატიო მიზეზების გამო ცოტა მოგვიანებით შემოვუერთდი განხილვას. რაც შეეხება თემას, როდესაც მე ამ თარგს ვაკეთებდი ჩემით არაფერი მომიგონია, ვიხელმძღვანელე და კიდევ მისი ინგლისური ვერსიით, იხ. Template:Dalai Lamas, ანუ მათ უწერიათ ასე — თარგი:დალაი ლამები. ნუ მოგეხსენებათ მე სტატიებს ვთარგმნი და ნამდვილად არ მიხელმძღვანელია ქსე-თი. რაც შეეხება სტატიაში „I დალაი ლამა“ თუ „დალაი ლამა I“, ამ შემთხვევაშიც ვიხელმძღვანელე სტატიებით: XIII დალაი ლამა, XIV დალაი ლამა, ამასთან ერთად, ინგლისურ ვიკიპედიასაც ასე აქვს, დალაი ლამა I არის მხოლოდ რუსულში, სადაც ჩემი აზრით ასევე ქსედან იქნება დაწერილი, დანარჩენ ვიკიპედიებში ძირითადად მათი დაბადების სახელითაა დაწერილი. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევქმენი ზემოთ ხსენებული თარგიც და სტატიებიც--Valois 15:06, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

მე მგონია ასე უნდა იყოს ამ თარგში ჩაწერილი მაგ. I დალაი-ლამა (აქ სახელი). ახლა არ ვარ შესაფერის სიტუაცოაში. მოგვიანებით შემოგიერთდებით. --Wiki - ჯაბა 15:29, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

შესაძლოა ასეთი ვერსიაც იყოს, მაგრამ დალაი-ლამა I არამგონია, აქ რომ კონკრეტული პიროვნება იყოს (ილია II, ლუი XIV...) მაშინ შეიძლება, მაგრამ ეს ხომ წოდების აღმნიშვნელი ნუმერაციაა და არა სახელის. რომელი უფრო სწორი იქნება პირველი რომის პაპი თუ რომის პაპი პირველი?, ასეა აქაც. თარგში საერო სახელით ჩაწერის მიზეზი ისაა, რომ ინგლისურიდან ვთარგმნე და რადგან იქ ასე იყო, ვიფიქრე ასე უფრო მართებულია, მაგრამ კიბატონო, იყოს ნუმერაციით--Valois 15:36, 16 ნოემბერი 2019 (UTC)
დიდი მადლობა ასეთი სრულყოფილი პასუხისთვის. ქსე-ში მოხსენიებულია მე-14 დალაი-ლამა (და არა XIV დალაი-ლამა და თანაც რამდენიმე სხვადასხვა სტატიებში). სხვა უფრო ახალი ქართული წყარო თუ არსებობს სასურველია მისი გამოყენება. --ცანგალა 17:24, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

ახლა რაც შეეხება ილია II-სა და XIV დალაი-ლამას შორის განსხვავებას: ამისათვის ინგლისურ ვიკიპედიაში ამ სტატიების სათურების გადახედვაც საკმარისია: Ilia II და 14th Dalai Lama. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დალაი-ლამა XIV მხოლოდ რამდენიმე ენაშია (რუსული, ბელარუსული, სომხური, ყირგიზული, იტალიური და სლოვენიური) უმეტესობში სახელითა და გვარითაა. მე პირადად არ მინდა დაიწეროს დალაი-ლამა XIV და ყველაფერი რუსულ ყაიდაზე გადავიყვანოთ. თვით ქსე-ც კი არ აღიარებ ფორმას დალაი-ლამა XIV, იქ წერია მე-14 დალაი-ლამა. თანაც ეს არის ლამაისტური ეკლესიის მეთაურის ტიტული და არა სახელი. სახელის შემდეგ იწერება რიგითობა და როგორც ჩანს ტიტულის წინ უნდა დაიწეროს ან მე-14 ან XIV. მე უფრო მეორე ფორმას ვემხრობი. --Wiki - ჯაბა 18:57, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

ინგლ. ვიკიპედია როგორც ჯაბამ აღნიშნა წერს 14th Dalai Lama და არა XIV Dalai Lama. ქართული წყარო ქართული სალიტერატურო ნორმის მიხედვით ვგულისხმობ ქსე, სადაც როგორც მე ასევე ჯაბამაც აღნიშნა, რომ წერია მე-14 დალაი-ლამა და ისმის შეკითხვა რატომ XIV დალაი-ლამა? ახალ სალიტერატურო ენის ნორმას ვიკიპედია ვერ დაამკვიდრებს. აქედან გამომდინარე უნდა იყოს მე-14 დალაი-ლამა როგორც ეს უკვე არის დამკვიდრებული. მადლობა და წარმატებები.--ცანგალა 19:11, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

და დამკვიდრება რატომაა? რომაული ციფრების გამოყენება ახალია? XX საუკუნე ასე იწერება. თანაც აგერაა წესიც. --Wiki - ჯაბა 19:18, 16 ნოემბერი 2019 (UTC)

აქ საუკუნეზე კი არ არის საუბარი, არამედ დალაი-ლამასთან. იმედია სხვაობას ხედავ. ყველაფერს წესში ხომ ვერ ჩაგიწერენ. ეს ცანგალას წესი კი არ არის, არამედ ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის, რომელიც მოგწონს თუ არ გინდა უნდა დაექვემდებარო. კენჭისყრა ხომ არ გსურს ჩაატარო? -ცანგალა 06:41, 17 ნოემბერი 2019 (UTC)

მართალია ყველაფრის წესი არ იქნება, მაგრამ შენ რომ ამ განხილვაში წესს მთხოვდი რიცხვში მძიმის დასმა არდასმაზე?--Wiki - ჯაბა 07:02, 17 ნოემბერი 2019 (UTC)