რუსთველოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დამატება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რუსთველოლოგია''', მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს [[შოთა რუსთაველი]]ს [[პოემა]] [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანსა]] და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. პირველი რუსთველოლოგიური ნაშრომი [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] "თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა თქმული ბატონისშვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" თან ერთვის პოემის პირველ ბეჭდურ, ე. წ. ვახტანგისეულ გამოცემას ([[1712]]).
'''რუსთველოლოგია''', მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს [[შოთა რუსთაველი]]ს [[პოემა]] [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანსა]] და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. პირველი რუსთველოლოგიური ნაშრომი [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] "თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა თქმული ბატონისშვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" თან ერთვის პოემის პირველ ბეჭდურ, ე. წ. ვახტანგისეულ გამოცემას ([[1712]]). ნაშრომში განმარტებულია პოემის ძნელად გასაგები ადგილები და ცალკეული სიტყვები. აღძრულია რიგი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხებისა (ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობა, იდეოლოგიური თავისებურებანი და ა. შ.). ვახტანგ VI-ის კვალს მისდევენ მომდევნო ხანის კომენტატორები — [[დავით რექტორი]], [[პეტრე ლარაძე]], აგრეთვე, [[თეიმურაზ ბატონიშვილი]], რომლის რუსთველოლოგიურ ნაშრომთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია „განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“ და სხვა.

ამავე ხანებიდან ვეფხისტყაოსნით დაინტერესდნენ არაქართველი მკვლევარებიც. [[ევფიმი ბოლხოვიტინოვი]]ს წიგნმა „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (პეტერბურგი, 1802), რომელშიც სათანადო ადგილი ეთმობა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს, ხელი შეუქყო რუსთაველის პოემით დაინტერესებას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში.

ფრანგი ქართველოლოგის [[მარი ბროსე]]ს აქტიური მონაწილეობით, მისივე წინასიტყვაობით, დაიბეჭდა პოემის მეორე გამოცემა (1841). ქართველ მეცნიერთა (დ. ჩუბინაშვილი, პ. იოსელიანი, ა. ცაგარელი, ა. ხახანაშვილი და სხვები) ნაშრომებში თანდათან გამოიკვეთა რუსთველოლოგიურ პრობლემათა ფართო წრე.


რუსთველოლოგიის ისტორიაში ნაყოფიერი აღმოჩნდა XIX საუკუნის II ნახევარი, როცა განსაკუთრებული ინტერესი ვეფხისტყაოსნისადმი მჭიდროდ დაუკავშირდა ამ ხანებში გაღვივებულ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.



{{ესკიზი}}
{{ესკიზი}}

21:37, 26 ივლისი 2009-ის ვერსია

რუსთველოლოგია, მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. პირველი რუსთველოლოგიური ნაშრომი ვახტანგ VI-ის "თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა თქმული ბატონისშვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" თან ერთვის პოემის პირველ ბეჭდურ, ე. წ. ვახტანგისეულ გამოცემას (1712). ნაშრომში განმარტებულია პოემის ძნელად გასაგები ადგილები და ცალკეული სიტყვები. აღძრულია რიგი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხებისა (ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობა, იდეოლოგიური თავისებურებანი და ა. შ.). ვახტანგ VI-ის კვალს მისდევენ მომდევნო ხანის კომენტატორები — დავით რექტორი, პეტრე ლარაძე, აგრეთვე, თეიმურაზ ბატონიშვილი, რომლის რუსთველოლოგიურ ნაშრომთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია „განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“ და სხვა.

ამავე ხანებიდან ვეფხისტყაოსნით დაინტერესდნენ არაქართველი მკვლევარებიც. ევფიმი ბოლხოვიტინოვის წიგნმა „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (პეტერბურგი, 1802), რომელშიც სათანადო ადგილი ეთმობა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს, ხელი შეუქყო რუსთაველის პოემით დაინტერესებას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში.

ფრანგი ქართველოლოგის მარი ბროსეს აქტიური მონაწილეობით, მისივე წინასიტყვაობით, დაიბეჭდა პოემის მეორე გამოცემა (1841). ქართველ მეცნიერთა (დ. ჩუბინაშვილი, პ. იოსელიანი, ა. ცაგარელი, ა. ხახანაშვილი და სხვები) ნაშრომებში თანდათან გამოიკვეთა რუსთველოლოგიურ პრობლემათა ფართო წრე.


რუსთველოლოგიის ისტორიაში ნაყოფიერი აღმოჩნდა XIX საუკუნის II ნახევარი, როცა განსაკუთრებული ინტერესი ვეფხისტყაოსნისადმი მჭიდროდ დაუკავშირდა ამ ხანებში გაღვივებულ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.



wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.