პეტრე ლარაძე
იერსახე
პეტრე ლარაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1770 |
გარდაცვალების თარიღი | 1837 |
საქმიანობა | პოეტი და კალიგრაფი |
მოქალაქეობა |
ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერია |
პეტრე გიორგის ძე ლარაძე (დ. 1770 — გ. 1837) — ქართველი პოეტი, კალიგრაფი.
განაგებდა თბილისის სამეფო წიგნსაცავს. მონაწილეობდა პოლიტიკურ დაჯგუფებაში. 1803-1810 წლებში თეიმურაზ ბატონიშვილთან ერთად სპარსეთს იყო გადახვეწილი. 1810 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა. 1820-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა. ლარაძეს ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული „მრავალფერყვავილოვანი“, პოემები „საქართველოს ძველი დროის თავგადასავალი“, „დილარიანი“, „სახე-მგოსანი“ და სხვა. ლარაძის პოემაშიაისახა ყველა ის საკითხი, რომელიც აღელვებდა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის ქართულ მწერლობას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, ტფ., 1924;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966
- მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 129.