ბერნარდო ბერტოლუჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24: ხაზი 24:
| ტონის ჯილდოები
| ტონის ჯილდოები
}}
}}
'''ბერნარდო ბერტოლუჩი''' (დ. [[16 მარტი]], [[1940]]), კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი რეჟისორი ფილმისათვის ''[[უკანასკნელი იმპერატორი]]''.
'''ბერნარდო ბერტოლუჩი''' (დ. [[16 მარტი]], [[1940]]), იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი. აშშ–ს კინოაკადემიის პრემია ოსკარის მფლობელი ფილმისათვის ''[[უკანასკნელი იმპერატორი]]''.


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

00:32, 7 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

ბერნარდო ბერტოლუჩი
მეუღლე(ები) ადრიანა ასტი (განქ.)
კლერ პეპლოე (1990-)

ბერნარდო ბერტოლუჩი (დ. 16 მარტი, 1940), იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი. აშშ–ს კინოაკადემიის პრემია ოსკარის მფლობელი ფილმისათვის უკანასკნელი იმპერატორი.

ბიოგრაფია

ბავშვობა და ოჯახი

ბერნარდო ბერტოლუჩი დაიბადა იტალიის ქალაქ პარმაში, ემილია რომანიის რეგიონში. მამამისი, ატილიო, იყო ხელოვნების ისტორიკოსი, პოეტი და კინო კრიტიკოსი. ამან განაპირობა ის, რომ ბერნარდომ ლიტერატურული შემოქმედება თხუთმეტი წლისამ დაიწყო და მალევე დაიმსახურა რამდენიმე პრესტიჟული იტალიური ლიტერატურული ჯილდო თავისი პირველივე წიგნისთვის. ამას მოჰყვა პროფესიულ დონეზე ურთიერთობა ცნობილ იტალიელ კინორეჟისორებთან: პიერ პაოლო პაზოლინისთან და სერჯო ლეონესთან. ლეონემ სცენარის დაწერაც კი სთხოვა ახალგაზრდა ბერნარდოს, მაგრამ შემდეგ დაიწუნა გარკვეული მიზეზების გამო.
ბერტოლუჩის ჰყავს ერთი ძმა, თეატრის დირექტორი და დრამატურგი ჯუზეპე.
ბერტოლუჩის პირველ ცოლი იყო ადრიანა ასტი, რომელიც მონაილეობას იღებდა თავის ადრეულ ფილმში რევოლუციამდე. 1978 კი ცოლად მოიყვანა კლერ პეპლოუ, ბრიტანელი სცენარისტი.

პირველი ფილმი

იმ მიზნით, რომ პოეტი უნდა გამოსულიყო, ბერტოლუჩი სწავლობდა თანამედროვე ლიტერატურის ფაკულტეტზე რომის უნვიერსიტეტში 1958 წლიდან 1961 წლამდე. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პაზოლინისთან მან მიიღო გამცდილება როგორც რეჟისორის ასისტენტმა. მცირე ხნის შემდეგ, 1962 წელს იგი ტოვებს უნივერსიტეტს მისი დამავრების გარეშე და ამავე წელს იღებს თავის პირველ ფილმს La Commare Secca. ფილმი მეძავის მკვლელობის შესახებ. ამის შედეგ მან გადაიღო ფილმი რევოლუციამდე (1964), რომელიც საკმაოდ კარგად მიიღო კინო კრიტიკამ.
იმის გამო, რომ მიეღოთ დაფინანსება და ყოფილიყვნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში, იტალიელ რეჟისორებს უწევდათ თანხმობა განეცხადებინათ უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობაზე. ამ რეჟისორებში არც ბერტოლუჩი იყო გამონაკლისი.
ამის შემდგომ მას უწევდა მთავარ როლებზე აეყვანა არაიტალიური წარმოშობის მსახიობები: მარლონ ბრანდო, ჟერარ დეპარდიე, ბერტ ლანკასტერი, დონალდ საზერლენდი და სხვ. იტალიურ კინემატოგრაფია სულ ეფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა საერთაშორისო ინდუსტრიაზე.

პოლიტიკა

ბერტოლუჩი კარგად იყენებდა თავის ფილმებს პოლიტიკური აზრის გამოსახატავად: 1970 წელს გადაღებულ კონფორმისტი გაკრიტიკებულია ფაშისტური იდეოლოგია; ფილმში XX საუკუნე გაანალიზებულია მემარცხენებისა და მემარჯვენეების ბრძოლა. თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი უკანასკენლი იმპერატორი კი სრულიად გაჟღენთილია პოლიტიკური იდეოლოგიით.

კინოაკადემიის ჯილდო

1987 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ გადაიღო ფილმი უკანასკნელი იმპერატორი, ბიოგრაფიული ფილმი ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის პუ ის შესახებ. ეს ფილმი ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე დაჯილდოვდა იმ ცხრავე პრიზით რაზედაც წარდგენილი იყო:საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო კოსტუმების დიზაინი, საუკეთესო სამხატვრო დეკორაციები, საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, საუკეთესო ხმის ეფექტები.

ფილმები